4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ლაშა ბერიძემ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა
მურთაზ ზოდელავამ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა
ბარაკ ობამა: ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – მას ცვლილებები და გამაერთიანებელი პოლიტიკა სურს
ტრამპი არჩევნებში რესპუბლიკელების მარცხს აღიარებს და დემოკრატებთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს
დემოკრატებმა აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი მოიპოვეს – რესპუბლიკელებმა ტეხასში, აიოვასა და სხვა ტრადიციულ დასაყრდენ შტატებში წააგეს
გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია

USAID-ის საქართველოს მისიის დირექტორი - არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია იცავენ და წარმოადგენენ ინტერესებს, რომ ქვეყანა წავიდეს დემოკრატიისკენ

ნახვები: 486 USAID-ის საქართველოს მისიის დირექტორი - არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია იცავენ და წარმოადგენენ ინტერესებს, რომ ქვეყანა წავიდეს დემოკრატიისკენ

არასამთავრობო ორგანიზაციები, ისევე როგორც მედია, იცავენ და წარმოადგენენ ინტერესებს, რომ ქვეყანა წავიდეს დემოკრატიისკენ და სწორედ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები იღებენ პასუხისმგებლობას, რომლის ფარგლებშიც იცავენ ადამიანის უფლებებს, – ამის შესახებ USAID-ის საქართველოს მისიის დირექტორმა, ჯონ პენელმა განაცხადა.

როგორც ჯონ პენელმა „ხალხის ძალის“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა, ეს კარგი პრეცედენტი არ არის.

„დემოკრატიას სჭირდება სწორი ტრაექტორიით განვითარება, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანას განვითარდეს ისე, რომ წავიდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. შესაბამისად, ნამდვილად არ არის ეს კარგი გადაწყვეტილება მედიისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები მნიშვნელოვან, გადამწყვეტ როლს ასრულებენ სწორედ დემოკრატიის მშენებლობაში. ამ შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციები, ისევე როგორც მედია, იცავენ და წარმოადგენენ ამ ინტერესებს. ისინი იცავენ და წარმოადგენენ ინტერესებს, რომ ქვეყანა წავიდეს დემოკრატიისკენ და სწორედ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები იღებენ იმ პასუხისმგებლობას, რომლის ფარგლებშიც იცავენ შშმ პირების, ბავშვების უფლებებს. ასევეა ჯანდაცვასთან დაკავშირებული საკითხები, ოჯახური ძალადობა, ფერმერთა ასოციაციები, ახალგაზრდები. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად იყვნენ ჩართულები პროცესებში“, – განაცხადა ჯონ პენელმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა