ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

ენდოკრინოლოგი - სააკაშვილი მესამედ, ან მეოთხედ კალორაჟს იღებს, ვიდრე მას ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ესაჭიროება

ნახვები: 480 ენდოკრინოლოგი - სააკაშვილი მესამედ, ან მეოთხედ კალორაჟს იღებს, ვიდრე მას ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ესაჭიროება

მიხეილ სააკაშვილი ფაქტობრივად, ყოველდღიურად, ენერგეტიკული ბალანსის უარყოფით რეჟიმში იმყოფება, რაც იმას ნიშნავს, რომ პაციენტი დაახლოებით, მესამედ, ან მეოთხედ კალორაჟს იღებს, ვიდრე მას ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ესაჭიროება და კიდევ უფრო ნაკლებს, ვიდრე წონის შენარჩუნებისთვის. შესაბამისად, ლოგიკურია გვაქვს წონის კლების ასეთი დინამიკა, რომელიც დღემდე გრძელდება, - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ ექიმმა, ენდოკრინოლოგმა, სოფო მებუკემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ყოველდღიურად 300-400 კალორიას იღებს, თუმცა სასიცოცხლო ფუნქციებისთვის აუცილებელია, რომ მან დღიურად მინიმუმ, 1700 კალორია მიიღოს.

სოფო მებუკეს თქმით, პაციენტი ამასთან დაკავშირებით ინფორმირებულია, „თუმცა ის დღემდე აგრძელებს თავისი სურვილისამებრ შერჩეული საკვები პროდუქტებით კვებას“.

„რასაკვირველია, ეს შეთავაზებულ იქნა, თუმცა ის თავისი სურვილისამებრ შერჩეული საკვები პროდუქტებით კვებას დღემდე აგრძელებს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არსებობს გარკვეული ენდოკრინული პათოლოგიები, რომელსაც ნამდვილად ახასიათებს მადის დაქვეითება და ის არის ძირითადი წამყვანი სიმპტომი, თუმცა შესაბამისი კლინიკურ-ლაბორატორიული და მაღალტექნოლოგიური კვლევებით ყოველგვარი ასეთი ორგანული გენეზის და მადის დაქვეითების მიზეზი გამოირიცხა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არის პაციენტის სუბიექტური, ფსიქო-ემოციურ ფონზე განვითარებული მადის დაქვეითების ფენომენი, რომელიც განპირობებულია, როგორც თავადაც აღნიშნავს, თავისუფლების იძულებითი აღკვეთს მომენტით,“ - განაცხადა სოფო მებუკემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა