პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა
ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია

„ნაპოლიმ“ „აინტრახტი“ დაამარცხა

ნახვები: 661 „ნაპოლიმ“ „აინტრახტი“ დაამარცხა

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე ფრანკფურტის „აინტრახტთან“ გოლის გატანის ორი რეალური შანსი ხელიდან გაუშვა, მაგრამ „ნაპოლის“ გერმანული კლუბის დამარცხებაში შესანიშნავი საგოლე პასით მაინც დაეხმარა – 2:0.

„ნაპოლის“ მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ მეტოქეს ფრთხილი ტაქტიკა დაუპირისპირა, სტუმრებმა გერმანელების წნეხს გაუძლეს და პირველი მომენტი მე-19 წუთზე შექმნეს –  კვარაცხელიამ ძლიერად დაარტყა, მაგრამ მეკარე კევინ ტრაპმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.

ხვიჩას „ნაპოლის“  დაწინაურების რეალური შანსი 36-ე წუთზე ჰქონდა, როდესაც ვიქტორ ოსიმენმა პენალტი მოიპოვა, მაგრამ ქართველმა თავადმსხმელმა მეკარეს, ვერ აჯობა. თუმცა, მე-40 წუთზე ლოსანოს პასით ოსიმენმა „ნაპოლი“ მაინც დააწინაურა და სტუმრებმა შესვენებამდე უპირატესობა მოიპოვეს – 1:0.

ხვიჩას თავის გამოჩენა 56-ე წუთზეც შეეძლო, მაგრამ მეკარესთან პირისპირ გასულმა ტრაპს ისევ ვერ აჯობა და მშვენიერი შანსი გაანიავა.

58-ე წუთზე კი „აინტრახტი“ მოედანზე 10 კაცით დარჩა – ზამბო ანგისასთან უხეშობისთვის არბიტრმა მოედნიდან კოლო მუანი გააძევა.

65-ე წუთზე კვარაცხელიამ თავისი საქმე მაინც გააკეთა. საჯარიმოში შესულმა, კარის წინ ჯოვანი დი ლორენცო მონახა, ქუსლით შესანიშნავი პასი გაუკეთა და კაპიტანმაც „ნაპოლის“ უპირატესობა გაზარდა.

84-ე წუთზე კვარაცხელია შეცვალეს, „ნაპოლიმ“ კი თამაში გამარჯვებამდე მიიყვანა 2:0.

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო მატჩი „ნაპოლისა“ და „აინტრახტს“ შორის „სტადიო დიეგო მარადონაზე“ 15 მარტს გაიმართება.

დღის მეორე შეხვედრაში „ლივერპულმა“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა. მე-14 წუთისთვის „ლივერპული“ 2:0-ს იგებდა მაგრამ მადრიდელებმა პირველივე ტაიმში მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება. შეხვედრის მეორე ნახევარში „რეალმა“ კიდევ სამი გოლი გაიტანა და საბოლოოდ შეხვედრა 5:2 დასრულდა „სამეფო კლუბის“ სასარგებლოდ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა