4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ლაშა ბერიძემ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა
მურთაზ ზოდელავამ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა
ბარაკ ობამა: ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – მას ცვლილებები და გამაერთიანებელი პოლიტიკა სურს
ტრამპი არჩევნებში რესპუბლიკელების მარცხს აღიარებს და დემოკრატებთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს
დემოკრატებმა აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი მოიპოვეს – რესპუბლიკელებმა ტეხასში, აიოვასა და სხვა ტრადიციულ დასაყრდენ შტატებში წააგეს
გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია

ჯო ბაიდენი - როცა პუტინი უკრაინაში შეიჭრა, ეგონა, რომ უკრაინა სუსტი, ხოლო დასავლეთი გაყოფილი იყო

ნახვები: 486 ჯო ბაიდენი - როცა პუტინი უკრაინაში შეიჭრა, ეგონა, რომ უკრაინა სუსტი, ხოლო დასავლეთი გაყოფილი იყო

უკრაინელმა ხალხმა აჩვენა ის, რაც მანამდე ისტორიის განმავლობაში ცოტამ აჩვენა, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა.

ჯო ბაიდენის თქმით, უკრაინაში მისი ჩასვლა მნიშვნელოვანი იყო, რათა არ გაჩენილიყო ეჭვი აშშ-ის მხრიდან უკრაინისადმი მხარდაჭერაში.

„კარგია კიევში დაბრუნება. ვფიქრობდი, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო, რომ არ ყოფილიყო არანაირი ეჭვი ამერიკის უკრაინისადმი მხარდაჭერაში. უკრაინელმა ხალხმა აჩვენა ის, რაც მანამდე ისტორიის განმავლობაში ცოტამ აჩვენა. მიუხედავად იმ აზრთა სხვადასხვაობისა, რაც კონგრესში გვაქვს სხვადასხვა საკითხთან მიმართებით, ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი შეთანხმება უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ უკრაინის თავისუფლებაზე, ვსაუბრობთ თავისუფლებასა და დემოკრატიაზე უფრო ფართო მასშტაბით“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

მისი თქმით, რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, კიევი არ დაცემულა.

„თქვენ მითხარით, რომ არ იცოდით, როდის შევძლებდით ისევ საუბარს. ერთი წლის წინ, იმ ბნელ ღამეს მსოფლიო ფაქტობრივად ემზადებოდა კიევის დაცემისთვის. ერთი წლის შემდეგ, კიევი დგას, უკრაინა დგას, დემოკრატია დგას. ამერიკა და მთელი მსოფლიო თქვენს გვერდით დგას“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

მისი თქმით, პუტინი ფიქრობდა, რომ უკრაინა იყო სუსტი, დასავლეთი კი გაყოფილი.

„ის ფიქრობდა, რომ ჩვენ გაგვიძლებდა. არ მგონია, რომ ახლაც იმავეს ფიქრობს. ის უბრალოდ ცდება. ერთი წლის შემდეგ მტკიცებულება არის აქ, ამ ოთახში. ჩვენ აქ ერთად ვდგავართ“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა