4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

„ხალხის ძალის“ კანონპროექტი არის არა ამერიკულის ასლი, არამედ მისი მოდიფიცირებული ვერსია - ირაკლი კობახიძე

ნახვები: 508 „ხალხის ძალის“ კანონპროექტი არის არა ამერიკულის ასლი, არამედ მისი მოდიფიცირებული ვერსია - ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ხალხის ძალის“ კანონპროექტთან დაკავშირებით კონსულტაციებს გამართავენ, რის შემდეგაც „ქართული ოცნება“ აღნიშნულ ინიციატივაზე საკუთარ პოზიციას ჩამოაყალბებს

მისივე  შეფასებით, „ხალხის ძალის“ კანონპროექტი არის არა ამერიკულის ასლი, არამედ მისი მოდიფიცირებული ვერსია.

„ამ კვირაში ჯერ არ გამოდის ეს საკითხი სესიაზე, ალბათ ორ კვირაში გამოვა, მანამდე ჩვენ გვექნება კონსულტაციები, შევხვდებით „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებს, ასევე, უმრავლესობის ფორმატში გვექნება კონსულტაციები და უახლესი ორი კვირის განმავლობაში ჩამოყალიბდება ჩვენი პოზიცია ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. პირველად სურათს რაც შეეხება, ჩვენ წინასწარაც გვქონდა გარკვეული კონსულტაციები, მაგალითად, თავის დროზე „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებმა დააკოპირეს ამერიკული კანონი და ჩვენ გვკითხეს რჩევა, რამდენად შესაძლებელი იქნებოდა ასეთი კანონის მიღება საქართველოში, რაზეც გვქონდა პრინციპული პოზიცია, ამერიკული კანონი არ არის თავსებადი რეალურად ადამიანის უფლებების სტანდარტებთან, აქედან გამომდინარე, ამ კანონის ასლის მიღება საქართველოში იქნებოდა აბსოლუტურად მიუღებელი, შესაბამისად, მათ ჩამოაყალიბეს ისეთი კანონპროექტი, რომელიც არის არა ამერიკულის ასლი, არამედ არის მისი მოდიფიცირებული ვერსია. არსებითად რაც წარმოდგენილია კანონპროექტში, ის ეხება გამჭვირვალობას, ადგენს შესაბამისი ორგანიზაციების გამჭვირვალობის წესს, ბუნებრივია, გამჭვირვალობაში პრობლემას ვერავინ დაინახავს, რომც მოუნდეს ამ პრობლემის დანახვა, დანარჩენ დეტალებზე მსჯელობა გვექნება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა