4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ლაშა ბერიძემ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა
მურთაზ ზოდელავამ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა
ბარაკ ობამა: ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – მას ცვლილებები და გამაერთიანებელი პოლიტიკა სურს
ტრამპი არჩევნებში რესპუბლიკელების მარცხს აღიარებს და დემოკრატებთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს
დემოკრატებმა აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი მოიპოვეს – რესპუბლიკელებმა ტეხასში, აიოვასა და სხვა ტრადიციულ დასაყრდენ შტატებში წააგეს
გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია

გურამ მაჭარაშვილი - ჩვენს კანონპროექტს თუ არ წაიკითხავ და ისე გექნება პრეტენზიები, ვითომ რუსული კანონია, ეს უცოდინრობა ან შეგნებული სპეკულაციაა

ნახვები: 486 გურამ მაჭარაშვილი - ჩვენს კანონპროექტს თუ არ წაიკითხავ და ისე გექნება პრეტენზიები, ვითომ რუსული კანონია, ეს უცოდინრობა ან შეგნებული სპეკულაციაა

ჩვენს კანონპროექტს თუ არ წაიკითხავ და ისე გექნება პრეტენზიები, ვითომ რუსული კანონია, ეს უცოდინრობა ან შეგნებული სპეკულაციაა, რასაც საზოგადოება არ დაიჯერებს, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტი ფინანსურ გამჭვირვალობას ემსახურება.

„სამწუხაროდ, კანონპროექტს არ კითხულობენ. პირველ რიგში, ეს კანონპროექტი ემსახურება ფინანსურ გამჭვირვალობას, რომელიც შეიძლება ჰქონდეს შესაბამის არასამთავრობო სექტორს, აიპებს და მედიასაშუალებებს, ეს ფიზიკურ პირებს არ ეხებათ. ევროპარლამენტმა ჩვენ რა უნდა მოგვიწოდეს, როდესაც თავად დააინიცირა კანონი სწორედ ასეთი სახელწოდებით, „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ და პირდაპირ თქვა, რომ ევროპარლამენტში ასეთი კანინი უნდა მიიღონ და დაიცვან უსაფრთხოება. ჩვენს კანონპროექტს თუ არ წაიკითხავ და ისე გექნება პრეტენზიები, ვითომ რუსული კანონია, ეს ან უცოდინრობაა ან შეგნებული სპეკულაცია, რომელსაც საზოგადოება არ დაიჯერებს. საკომიტეტო მოსმენა ღიაა, ნებისმიერ ერთ წინადადებაზეც კი, რომელზეც იტყვიან, რომ არ წერია ამერიკის კანონში ან ეწინააღმდეგება რომელიმე დემოკრატიულ პრინციპს, მზად ვართ, ვიმსჯელოთ. მსგავსი ბაზაა გერმანიაში, ისრაელში, ავსტრალიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. დარწმუნებული ვარ, ნედ პრაისის განცხადება ემსახურებოდა არა იმას, რომ ჩვენს კანონპროექტთან დაკავშირებით რაიმე ტიპის შეკითხვები ექნებოდათ, არამედ სამწუხაროდ, ემსახურებოდა იმას, რომ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით როგორმე საზოგადოებაში ნეგატიური განწყობა შეიქმნას. ჯერ კანონის განხილვაც არ დაწყებულა და თავიდანვე უნდათ, არასწორი ინტერპრეტაციები შემოიტანონ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა