4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

ირაკლი კობახიძე - ხალხმა დაინახა, როგორ უპირისპირდებოდა „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში

ნახვები: 507 ირაკლი კობახიძე - ხალხმა დაინახა, როგორ უპირისპირდებოდა „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში

გასაკვირი არ არის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ დღეს არ აქვს ხალხის მხარდაჭერა, აქედან გამომდინარე, მათ არ აქვთ არავითარი რესურსი ქუჩაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

„ყველა ვხედავთ, რომ „ნაცმოძრაობას“ არ აქვს არც ქუჩის რესურსი, არც არჩევნების რესურსი და ამას აქვს ერთი და იგივე მიზეზი. მიზეზი არის ის, რომ ამ პოლიტიკურ ძალას არ აქვს ხალხის მხარდაჭერა. ხალხმა ძალიან კარგად დაინახა ყველაფერი, რაც უკავშირდება ამ პოლიტიკურ პარტიას, მათ შორის დაინახა ისიც, თუ როგორ უპირისპირდებოდა „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ ამ პოლიტიკურ ძალას დღეს არ აქვს ხალხის მხარდაჭერა. აქედან გამომდინარე, მათ არ აქვთ არავითარი რესურსი ქუჩაში, 24-შიც დააანონსა „ნაცმოძრაობამ“ აქცია, თუმცა იქაც იმავე სურათს ვიხილავთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა