კოტე კემულარია: ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის სამხედრო წარმოებისთვის კომპონენტების მიწოდების არხებს ზღუდავს - საკითხი საქართველოსაც ეხება
ზელენსკი: საწვავის ფასები ახლო აღმოსავლეთის ომისა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო იზრდება და არა უკრაინის ქმედებების შედეგად
მარტა კოსი: საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე არსებობს - ხელისუფლებასთან თანამშრომლობის აღსადგენად კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო
კაია კალასი - საქართველოზე დღეს ძალიან მოკლედ ვისაუბრებთ, მაგრამ, შევთავაზებ, რომ იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს
შვიდი ამერიკელი სენატორი ტრამპის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება — „აშშ-მა პუტინს ფინანსური დახმარება არ უნდა გაუწიოს“
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში საქართველოს საკითხსაც განიხილავენ
პოლონეთში დააკავეს პირი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
ენდი ბერნემი: რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და გერმანიასა და საფრანგეთშიც ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა ფრონტზე ვითარების ნორმალიზებას ახდენს

ნახვები: 557 ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა ფრონტზე ვითარების ნორმალიზებას ახდენს

უკრაინა ფრონტზე ვითარების ნორმალიზებას ახდენს და უახლოეს მომავალში დაგეგმილი მოქმედებებისთვის ემზადება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ახალი გაფართოებული ფორმატით უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომა გაიმართა, რომლის დროსაც ისაუბრეს მიმართულებების მეთაურებმა და ასევე მეთაურებიმა უშუალოდ ფრონტის ხაზიდან.

„გენერალმა ოლექსანდრ სირსკიმ მოხსენება გააკეთა ბახმუტის ფრონტზე, როგორ ვიცავთ ჩვენს პოზიციებს, როგორ ვამაგრებთ ამ კონკრეტულ ფრონტს და რამდენ მტრის ძალას ვანადგურებთ. გენერალმა იური სოდოლმა ისაუბრა უგლედარის ფრონტზე, დონეცკის ოპერატიული და ტაქტიკურ ჯგუფზე. მდგომარეობა ძალიან რთულია. ჩვენ ვიბრძვით. ვანგრევთ დამპყრობლების თავდაცვას და უკიდურესად ხელშესახებ ზარალს ვაყენებთ რუსეთს. ისევ და ისევ ვიმეორებ: რაც უფრო მეტს წააგებს რუსეთი იქ, დონბასში, ბახმუტში, ვუგლედარში, მარინკაში, კრემინაში, მით უფრო მალე შევძლებთ ამ ომის დასრულებას უკრაინის გამარჯვებით“,- აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა