4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ლაშა ბერიძემ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა
მურთაზ ზოდელავამ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა
ბარაკ ობამა: ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – მას ცვლილებები და გამაერთიანებელი პოლიტიკა სურს
ტრამპი არჩევნებში რესპუბლიკელების მარცხს აღიარებს და დემოკრატებთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს
დემოკრატებმა აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი მოიპოვეს – რესპუბლიკელებმა ტეხასში, აიოვასა და სხვა ტრადიციულ დასაყრდენ შტატებში წააგეს
გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია

გიგა ბოკერია ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლაზე - ჩვენ მოვისმინეთ მოპუტინისტო კომენტატორის გზავნილები

ნახვები: 486 გიგა ბოკერია ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლაზე - ჩვენ მოვისმინეთ მოპუტინისტო კომენტატორის გზავნილები

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას შეფასებით, მიუნხენის კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა „მორიგი მავნებლობა“ იყო.

როგორც ბოკერია აცხადებს, დღეს საქართველოს სჭირდება ხელისუფლება, რომელიც მიიტანს მთავარ გზავნილს, რატომ არის ალიანსში საქართველოს ადგილი.

“ეს იყო მორიგი მავნებლობა, ყველა ნორმალური ხელისუფლება ამ დონის საერთაშორისო ტრიბუნას იყენებს საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაყენებლად და გზავნილის მისატანად პარტნიორებისა და მსოფლიოსადმი. ამას აკეთებს უკრაინის ხელისუფლება ყოველ გამოსვლაზე. ამის ნაცვლად, ჩვენ მოვისმინეთ ცუდი კომენტატორის გზავნილები. არცერთი გზავნილი არ გაგვიგია, თუ რატომ არის საქართველო მნიშვნელოვანი დასავლეთისთვის. მოვისმინეთ მოპუტინისტო კომენტატორის გზავნილები, სხვას არაფერს არ ჰქვია ღალატი, თუ არა ასეთი საერთაშორისო ტრიბუნის არგამოყენებას საქართველოს ინტერესებისთვის”, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა