ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

საქართველოს პრემირ-მინისტრმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა საქართველოს მიერ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯები განიხილეს

ნახვები: 480 საქართველოს პრემირ-მინისტრმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა საქართველოს მიერ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯები განიხილეს

საქართველოს მიერ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯები და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო იყო ის ძირითადი საკითხები, რომელთა შესახებაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიის პრეზიდენტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა 12 პრიორიტეტის შესრულების პროცესის შესახებ, რომელთა დიდი ნაწილი სრულადაა შესრულებული, საკანონმდებლო აქტების ნაწილი კი, დასკვნისთვის გაგზავნილია ვენეციის კომისიაში. აქვე ხაზგასმით აღინიშნა ევროკომისიის მიერ ცოტა ხნის წინ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული ანალიტიკური ანგარიში, რომელიც ასახავს საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს ევროკავშირის კანონმდებლობასთან ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობის კუთხით.

პრემიერმა შეხვედრაზე იმედი გამოთქვა, რომ ევროკომისია, პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით, გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას და წელს მოხდება კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილების მიღება, რაც საქართველოსთვის დამსახურებული კანდიდატის სტატუსის მინიჭებაა. პრემიერ-მინისტრმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრეს საქართველოს მიერ ინიცირებული შავი ზღვის პროექტის მნიშვნელობის შესახებ.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ ამ პროექტით მოხდება განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარების ხელშეწყობა და გაიზრდება ტრანზიტისა და ვაჭრობის შესაძლებლობები ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის. საუბარი ასევე შეეხო უკრაინაში რუსეთის აგრესიას და მის გავლენას საქართველოზე, რეგიონსა და ზოგადად მსოფლიოზე.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა