მარტა კოსი: ევროკავშირში არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის სანქცირებისთვის
ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა

ოკუპირებულ სევასტოპოლში აფეთქება მოხდა

ნახვები: 471 ოკუპირებულ სევასტოპოლში აფეთქება მოხდა

რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ქალაქ სევასტოპოლში აფეთქება მოხდა.

სევასტოპოლის საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მიხეილ რაზვოჟაევმა განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვამ უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.

ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სპიკერს, იური იგნატს ​აფეთქების შესახებ კომენტარი სთხოვეს, რომელმაც თქვა, რომ არ არის უფლებამოსილი კომენტარის გაკეთებაზე, მაგრამ მიანიშნა, რომ მსგავსი მოვლენები გაგრძელდება.

მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა ყირიმში სამხედრო ობიექტებს უკრაინის „ლეგიტიმური სამიზნეები“ უწოდა.

ამასთან, ვაშინგტონში რუსეთის საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ყირიმზე უკრაინის თავდასხმების მხარდაჭერის შესახებ ვიქტორია ნულანდის განცხადება კონფლიქტში აშშ-ის მონაწილეობას ადასტურებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა