ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

ვიოლა ფონ კრამონი - სააკაშვილის ჯანმრთელობა არის საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობა, რაც შეიძლება მალე გვჭირდება ჰუმანიტარული გადაწყვეტა

ნახვები: 483 ვიოლა ფონ კრამონი - სააკაშვილის ჯანმრთელობა არის საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობა, რაც შეიძლება მალე გვჭირდება ჰუმანიტარული გადაწყვეტა

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა, ისევე როგორც სხვა პატიმრების, არის საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

ვიოლა ფონ კრამონი ევროპარლამენტის რეზოლუციას ეხმაურება.

„სააკაშვილის შესახებ რეზოლუცია მიღებულია აბსოლუტური უმრავლესობით. 567 კოლეგა და მე ვეთანხმებით: მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა, ისევე როგორც სხვა პატიმრების, არის საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობა. ჩვენ რაც შეიძლება მალე გვჭირდება სასწრაფო ჰუმანიტარული გადაწყვეტა, რომ საქართველომ საბოლოოდ შეძლოს სხვა საკითხებზე ფოკუსირება“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.

ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი დაამტკიცა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა