ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

ბადრი ჯაფარიძე - ევროკავშირში გაწევრიანება როდესაც გინდა, უნდა გაიზიარო ევროკავშირის ოჯახში მიღებული წესები

ნახვები: 480 ბადრი ჯაფარიძე - ევროკავშირში გაწევრიანება როდესაც გინდა, უნდა გაიზიარო ევროკავშირის ოჯახში მიღებული წესები

ზოგადად, ევროკავშირის წევრობა ნიშნავს, რომ ევროკავშირში დამკვიდრებული, მიღებული თამაშის წესებით უნდა ითამაშო. ევროკავშირში გაწევრიანება როდესაც გინდა, უნდა გაიზიარო წესები, რომელიც არის ევროკავშირის ოჯახში, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

ჯაფარიძემ კომენტარი გააკეთა ანდრიუს კუბილიუსის მიერ „მთავარი არხის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც ევროპარლამენტარი ამბობს: „ჩვენ მკაფიო გზავნილი გვაქვს „ქართული ოცნებისთვის“, ვერ მიიღებთ სტატუსს, თუ არ ითამაშებთ ჩვენი წესებით“.

„ყველა წევრი ექვემდებარება იმ წესებს, რომელზეც აგებულია ევროკავშირი. შესაბამისად, როდესაც შენ გინდა ევროკავშირში გაწევრიანება, უნდა გაიზიარო ის წესები, რომელიც არის ევროკავშირის ოჯახში, იგულისხმება ეს. შენი წესების თავს მოხვევა ევროკავშირის ოჯახზე, მით უმეტეს, ისეთი წესების, რომელიც აცდენილია ძირითად დემოკრატიულ ღირებულებებს, რა თქმა უნდა, ვერ ხორციელდება ხოლმე, ალბათ, ამას გულისხმობდა კუბილიუსი, რადგან ჩვენ გვსურს ევროპულ ოჯახში გაწევრიანება, ამიტომ, უნდა გავიზიაროთ ის წესები და ეს წესები არის ძირითადი წესები, რომელიც განსაზღვრავს დემოკრატიულ გარემოს და ღირებულებებს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე შეფასებით, კუბილიუსის განცხადებას მუქარად არ მიიჩნევს.

„მე მაგალითად, მუქარად არ მივიჩნევ იმას, რომ ჩვენ დაგვჭირდება და სწორედ ამისკენ მიდის საქართველო, რომ ხდება კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირთან, ევროკავშირის რეკომენდაციები უნდა იქნას გათვალისწინებული, ეს რეკომენდაციები ეყრდნობა ევროკავშირში დამკვიდრებულ ღირებულებებს და წესებს. ნუ აღვიქვამთ ნებისმიერ ასეთ განცხადებას მუქარად ან ულტიმატუმად, ეს არის მიღებული წესი. მე შემიძლია, იგივე გავიმეორო და ვთქვა, რომ ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისთვის აუცილებელია ევროპულ ოჯახში დამკვიდრებული წესების მიხედვით მოქვეცა, შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის აუცილებელი“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა აქვე კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციაზე, რომლის კენჭისყრაც ევროპარლამენტში დღეს იგეგმება.

მისი თქმით, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისთვის დამაზიანებელია განცხადებები, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვს.

„ძალიან ცუდია და დამაზიანებელია ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისთვის, როდესაც ასეთი კრიტიკული რეზოლუციები მიიღება ევროპარლამენტის მიერ და განცხადებები, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს. ეს არის არასერიოზულობის კიდევ ერთი გამოვლინება, რადგან ევროკავშირის აღმასრულებელი შტოს გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს ევროპარლამენტის რეზოლუციები. სამწუხაროა, რომ კვლავ ვხედავთ ასეთი ტიპის კრიტიკულ რეზოლუციას და ევროპარლამენტარების ლანძღვა-გინების ნაცვლად აუცილებელია მათთან კომუნიკაცია, მათთან ერთად განხილვა იმ პრობლემების, რომელიც იწვევს ასეთი რეზოლუციების მიღებას და ასევე აუცილებელია ამ პრობლემების აღმოფხვრა. შემდგომ ეს გაგვიხსნის კარს და უფრო მეტ მხარდაჭერას მივიღებთ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა