4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

Daily Mail: კვარაცხელია მსოფლიოს საუკეთესო გარემარბია - "ნაპოლის" სკუდეტოს ბეჭედი დაუსვა

ნახვები: 506 Daily Mail: კვარაცხელია მსოფლიოს საუკეთესო გარემარბია - "ნაპოლის" სკუდეტოს ბეჭედი დაუსვა
ხვიჩა კვარაცხელიას პოპულარობა თანდათან წარმოუდგენლად იზრდება და მსოფლიოს წამყვანი გამოცემები მის შესანიშნავ თამაშს აღიარებენ. ბრიტანულმა ტაბლოიდმა "დეილი მეილმა" სერია A-ში გასულ უქმეებზე ჩატარებული მატჩების 10 მთავარ მოვლენაზე გაამახვილა ყურადღება და ქართველს მსოფლიოს საუკეთესო გარემარბი უწოდა:

 

კვარაცხელია ანადგურებს "კრემონეზეს"

 

"ამ მომენტში, შესაძლოა, ქართველი მსოფლიოს საუკეთესო გარემარბია. მასსავით ძლიერი ფეხბურთელი არ არის და სხვა დიად ვარსკვლავებთან შედარება საკმარისი არაა, რათა კვარაცხელიას სერია A-ს თანამედროვე ფეხბურთზე გავლენა აღვწეროთ.

კვარაცხელიას სტატისტიკა განსაკუთრებულია და სურვილმა გახდეს იმ ქალაქში საუკეთესო, სადაც ოდესღაც მარადონა ბრწყინავდა, როგორც ჩანს, განსაზღვრა მისი როგორც ტოპ-მოთამაშის ბედი.

"კრემონეზეს" ფეხბურთელები მთელი მატჩის განმავლობაში ყველანაირად ცდილობდნენ "კვარას" შეჩერებას, მაგრამ მან კიდევ ერთი გამორჩეული თამაში გვაჩვენა და გეჩვენება, რომ მისი ყოველი მოქმედება გოლით დაგვირგვინდება. თავის 22-ე დაბადების დღეს ქართველმა ვარსკვლავმა "ნაპოლის" სკუდეტოს ბეჭედი დაუსვა".
 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა