4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

თიბისის მხარდაჭერით ZANAGRO მწვანე ენერგიაზე გადასვლას გეგმავს

ნახვები: 508 თიბისის მხარდაჭერით ZANAGRO მწვანე ენერგიაზე გადასვლას გეგმავს

ZANAGRO ქართული აგრარული პროფილის საწარმოო კომპლექსია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდა.

თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინდუსტრიული საშუალებების გამოყენებით მარცვლეულის - სიმინდი, ქერი, სოიო - წარმატებით მოყვანისა და რეალიზაციის შემდეგ, კომპანიამ, პირველად საქართველოში, მიწისა და კლიმიატური პირობების შესწავლის შემდეგ, აბაშის რეგიონში 12 ჰა-ზე ბრინჯის საცდელი ჯიშები გააშენა და 8 ტონამდე მოსავალი აიღო.

კომპანიაში ამბობენ, რომ მიღებული შედეგები ქმნის პერსპექტივას, აღნიშნული პროდუქტის ასპოცენტიანი იმპორტი ჩანაცვლდეს შიდა წარმოებით, საქართველომ კი განახორციელოს ბრინჯის გარკვეული მოცულობის ექსპორტი. ეს იდეა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ამიერკავკასია მსოფლიო ბაზარზე ბრინჯის 100%–იან იმპორტს ახორციელებს.

მიღებული შედეგების საფუძველზე ორგანიზაცია გეგმავს სათესი ფართობის გაზრდას, ბრინჯის ინდუსტრიული წესით დათესვას და გადამუშავებას.

მარცვლეულის მოყვანა-რეალიზაციის 5 წლიანი გამოცდილებისა და დაკვირვების შედეგად, კომპანიის დამფუძნებლებისთვის აშკარა გახდა მარცვლეულის გადამამუშავებელი ქარხნის საჭიროება, ამიტომ, 5 წლის თავზე, ZANAGRO -მ სენაკის რაიონის სოფელ ნოსირში საკუთარი ქარხანა ააშენა.

„2017 წელს გადავწყვიტეთ, არ შემოვფარგლილიყავით მხოლოდ მარცვლეულის მოყვანით და ბიზნესი  მომსახურების მიმართულებითაც განგვევითარებინა. ავაშენეთ საწყობი და ქარხანა, რომელშიც ხდება მარცვლეულის გაშრობა-გამოცხობა. ამის გამოცდილება მანამდე დასავლეთ საქართველოში არ არსებობდა, ფერმერები ელოდნენ, როდის მიაღწევდა მცენარე საჭირო ტენიანობას და მხოლოდ ამის შემდეგ იღებდნენ მოსავალს, ამას კი დიდი ზარალი მოჰყვებოდა ხოლმე - მარცვლეული ინესტებოდა და ზიანდებოდა. ჩვენს ქარხანაში მარცვლეული შესაბამის დანადგარში შრება, შემდეგ კი, რეალიზაციამდე, საწყობში ინახება. შესაბამისად, დანაკარგი გაცილებით ნაკლები გვაქვს, მოსავალი კი - მეტი. თავიდან ფერმერები სკეპტიკურად უყურებდნენ ამ მეთოდს, თუმცა თანდადან დარწმუნდნენ მარცვლეულის გამოშრობის საჭიროებაში და შესაბამისად, ჩვენთან შეკვეთებიც ყოველწლიურად იზრდება,“ - ამბობს კომპანიის გენერალური მენეჯერი, ლევან ჩილაჩავა.

გარდა საშრობი ქარხნისა, ZANAGRO თიბისის მხარდაჭერით მიწათმოქმედებს ტექნიკით მომსახურებას, მიწების დამუშავებასა და აგრონომით მომსახურებასაც სთავაზობს. კომპანიის სერვისის ძირითადი მომხმარებელი ადგილობრივი გლეხები და ფერმერები არიან.

თიბისის დახმარებით კი კომპანიამ 116 კვტ-ის მოცულობის მზის პანელები დაამონტაჟა, რომელსაც საკუთარი წარმოებისთვის მოიხმარს. ლევან ჩილაჩავა ამბობს, რომ ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ეკოლოგიაზე ზრუნვა და მწვანე ენერგიაზე გადასვლაა. შესაბამისად, მომავალში თიბისის მხარდაჭერით ZANAGRO მწვანე ენერგიის 500 კვტ-მდე გაზრდას და გამონაბოლქვის 28 ტონამდე შემცირებას გეგმავს.

კომპანია, ასევე, გეგმავს კომბინირებული საამქროს აშენებას, რომელშიც ZANAGRO  ცხოველებისა და ფრინველების საკვებ პროდუქციას აწარმოებს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა