არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა
ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია
გურიაში განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით სამი პირი დააკავეს, საქმეში ე.წ. კანონიერი ქურდიც ფიგურირებს
თავდაცვის სამინისტროს თანხების გაფლანგვის საქმეზე მსჯავრდებულებმა ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ საპატიმრო დატოვეს

მამუკა ხაზარაძე: ჩვენს მეგობრებთან, ხალხთან, ვინც ძალიან დიდი ტრაგედია განიცადა, ვაგზავნით დახმარების პირველ პარტიას თბილისიდან

ნახვები: 674 მამუკა ხაზარაძე: ჩვენს მეგობრებთან, ხალხთან, ვინც ძალიან დიდი ტრაგედია განიცადა, ვაგზავნით დახმარების პირველ პარტიას თბილისიდან

პარტიამ „ლელო საქართველოსთვის" თურქეთში ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა.

პარტიის თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, დახმარება თურქეთის საელჩოსთან შეთანხმებით გაიგზავნა.

„დღეს ჩვენს მეგობრებთან, ხალხთან, ვინც ძალიან დიდი ტრაგედია განიცადა, ვაგზავნით დახმარების პირველ პარტიას თბილისიდან. ყველაფერი შეთანხმებულია საელჩოსთან და მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამაში. „ლელოს“ ბათუმის ოფისიდან პირველი პარტია უკვე გაიგზავნა.

ჩვენს თურქ ხალხს ვუსურვებ გამძლეობას. საკმაოდ დიდი ტრაგედია მოხდა და მინდა გავახსენო ყველას, რომ თურქეთი ყოველთვის გვერდში უდგას საქართველოს, როცა რაღაც გაჭირვება გვაქვს. მეგობრობას, თანადგომას და გვერდში დგომას არ აქვს საზღვრები და სწორედ ეს აქტია, რასაც დღეს ჩვენ ვაკეთებთ", - განაცხადა ხაზარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა