პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა
ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია

„ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას ორმაგ ხელფასს გადაუხდის

ნახვები: 659 „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას ორმაგ ხელფასს გადაუხდის

იტალიური გამოცემა gazzetta dello sport ამტკიცებს, რომ „ნაპოლიმ“ შეტევის ლიდერებთან ვიქტორ ოსიმენთან და ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტის განახლება დააჩქარა.

ვიქტორ ოსიმენს „ნაპოლისთან“ ხელშეკრულება 2025 წელს ეწურება, ხვიჩა კვარაცხელიას კი – 2027 წელს. ნეაპოლელთა შეტევის დუეტის მიმართ ინტერესს რამდენიმე კლუბი იჩენს, მაგრამ, როგორც ირკვევა, ამ ეტაპზე ორივემ პირველ ადგილზე იტალიური კლუბი დააყენა.

ნეაპოლელთა კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კლუბისა და მისი ვარსკვლავების მომავალზე საუბრისას აცხადებს, რომ ბიუჯეტი „ნაპოლის“ საშუალებას აძლევს, საუკეთესო ფეხბურთელები არ გაყიდოს, მაგრამ ოსიმენი და კვარაცხელია პრემიერლიგის კლუბებისთვის სულ უფრო და უფრო სასურველები ხდებიან.

ბრძოლა უთანასწოროა, რადგან ინგლისური კლუბების თანხების ბრუნვა „ნაპოლის“ მაჩვენებლებს ბევრად აღემატება და ლოგიკურია, რომ ეკონომიკური უთანასწორობა უფსკრულს ქმნის, რომლის დაძლევაც ნებისმიერი კლუბისთვის ძალიან რთულია. იანვარში „ჩელსიმ“ 221 მილიონი მხოლოდ ორი მოთამაშის შესაძენად დახარჯა – არგენტინელ მსოფლიო ჩემპიონ ენცო ფერნანდესსა (121) და უკრაინელ თავდამსხმელ მიხაილო მუდრიკზე (100).

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა