მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილი აპირებს პრეზიდენტის სასახლის მიყიდვას, დიდი ალბათობით, საკუთარ თავზე
Amnesty International - „გრანტების შესახებ“ კანონში წარდგენილი ცვლილებები განსაკუთრებით საზიანოა და საქართველოში ავტორიტარული პრაქტიკის გაფართოებას ასახავს
სკოლებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს
ქეთევან ხუსკივაძე - აკადემიური საბჭოს სხდომა იყო იმ ტიპის სხდომა, როგორიც საბჭოთა კავშირში იმართებოდა - ჯაბა სამუშიას არ აქვს კითხვები, თქვა, რომ სახელმწიფოს ჰქონია უფლება, უნივერსიტეტები გააერთიანოს
თსუ-ს პროფესორების ნაწილი განცხადებას ავრცელებს
Russia loses 850 soldiers in Ukraine war over past day
Ukrainian border guards destroy two Russian reconnaissance drones in Sumy region
Melnyk speaks about his first protest at UN over disagreement with Russian narratives

ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრთან და მის მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა

10.02.2023 ნახვები: 589

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან და მის მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა მთავრობის მეთაურს მიაწოდა ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობაზე, უწყების მიერ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტების შესრულების მხრივ გაწეულ ძალისხმევასა და სამომავლო გეგმებზე.

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების ისტორიულ გადაწყვეტილებას, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ევროინტეგრაციის, მათ შორის, კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე განხორციელებულ საქმიანობასა და დაგეგმილ აქტივობებს, რაც მიზნად ისახავს საქართველოს პროგრესის და სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული ამბიციური რეფორმების გათვალისწინებით ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერის მობილიზებას. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ამ მიზნით აქტიურად მიმდინარეობს და მომავალშიც გაგრძელდება ინტენსიური მუშაობა ევროკავშირის ინსტიტუციებთან და წევრ ქვეყნებთან, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ამასთან, მნიშვნელოვანი ძალისხმევა იქნება მიმართული ევროკავშირთან ეკონომიკური და სექტორული დაახლოების, ასევე თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის შესაძლებლობების ეფექტიანად გამოყენების კუთხით.

ხაზი ასევე გაესვა ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების აუცილებლობას, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სავაჭრო-სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას შეუწყობს ხელს. საგარეო უწყება კვლავაც გააგრძელებს 2022 წლის 17 დეკემბერს, ქალაქ ბუქარესტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობათა მეთაურების მიერ ხელმოწერილი „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ შეთანხმების განხორციელებისთვის, პოლიტიკური ხელშეწყობისა და ფინანსური რესურსების უზრუნველყოფის მიზნით, საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებას.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საგარეო უწყების უპირველეს ამოცანად რჩება საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცების და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის მიზნით პარტნიორი ქვეყნების და ორგანიზაციების მხარდაჭერის კონსოლიდაცია და საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნება. საუბარი ასევე შეეხო 2023 წელს დაგეგმილ მაღალი დონის ვიზიტებს როგორც პარტნიორ ქვეყნებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას, მათ შორის, ევროპის ქვეყნებთან არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატების განმტკიცებას. კავშირების გაღრმავებას ცენტრალური აზიის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან. ხაზი გაესვა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გზაზე ნატოსთან პრაქტიკული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას და ამ კუთხით დაგეგმილ ქმედებებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამხრეთ კავკასიის რეგიონის პოტენციალის მაქსიმალური წარმოჩენის მნიშვნელობას, რათა სამხრეთ კავკასია გადაიქცეს ახალი შესაძლებლობებისა და ეკონომიკური ზრდის რეგიონად, ასევე აღნიშნა, რომ საგარეო უწყების მხრიდან მნიშვნელოვანი ძალისხმევა იქნება მიმართული რეგიონის სტაბილური და მშვიდობიანი განვითარებისთვის, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამშვიდობო ინიციატივების განხორციელების მიმართულებით.

ხაზი გაესვა უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების დღიდან საქართველოს მტკიცე პოლიტიკურ, დიპლომატიურ და ჰუმანიტარული ხასიათის მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, რაც გამოიხატა არა მხოლოდ ორმხრივ ფორმატში პრაქტიკული მხარდაჭერით, არამედ საქართველოს მტკიცე პოზიციებით, იქნება ეს რეზოლუციების თანაავტორობა, თანასპონსორობა თუ განცხადებებზე მიერთება ყველა საერთაშორისო პლატფორმის ფარგლებში.

საუბარი შეეხო მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს უკეთ წარმოჩენის მიზნით ეკონომიკური და კულტურული დიპლომატიის მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს, ასევე უცხოეთში ქართული დიასპორის გაძლიერების მიმართულებით გაწეულ და დაგეგმილ ქმედებებს.

შეხვედრაზე მინისტრმა მთავრობის მეთაურს მიაწოდა ინფორმაცია სამინისტროში განხორციელებულ ადმინისტრაციული ხასიათის ცვლილებებზე, რომლებიც მიზნად ისახავს როგორც უწყების თანამშრომელთა სამუშაო პირობების, ისე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ მისიათა საქმიანობის გაუმჯობესებას. შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა საგარეო საქმეთა მინისტრს და მის მოადგილეებს შესაბამისი დავალებები მისცა“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა