მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

თურქეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი დადასტურდა

ნახვები: 903 თურქეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი დადასტურდა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი დადასტურდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ადიამანში მიწისძვრის შედეგად ქართველი ქალბატონის, ი.ჭ. გარდაცვალების შესახებ. თურქეთში საქართველოს საელჩო დაუკავშირდა გარდაცვლილი მოქალაქის ოჯახის წევრს, რომელმაც დაადასტურა გარდაცვალების ფაქტი. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილი გახლავთ ორმაგი მოქალაქეობის მქონე და ოჯახის წევრების მხრიდან შესაბამისი პროცედურები ხორციელდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ძლიერი მიწისძვრა თურქეთში 6 თებერვალს, გამთენიისას მოხდა. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად ქვეყანაში 8 574 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის საქართველოს სამი მოქალაქეა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა