თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

მმართველი პარტიის თავმჯდომარე - სააკაშვილის საქმეზე მილიონი დახარჯეს და დიაგნოზი ვერ დასვეს

ნახვები: 630 მმართველი პარტიის თავმჯდომარე - სააკაშვილის საქმეზე მილიონი დახარჯეს და დიაგნოზი ვერ დასვეს

კიდევ ერთხელ გამოამჟღავნეს, რომ საააკაშვილი და მისი ოჯახი არიან მილიონრები და არა მარტო მილიონრები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის მიზანია, გათავისუფლდეს და ქვეყანაში არეულობა დაიწყოს.

„გამოჩნდა, რომ ის კამპანია, რომელიც უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური მიზნებით ნაკარნახევი, არავითარი სამედიცინო აქ არაფერია. არის ერთადერთი მიზანი, გათავისუფლდეს სააკაშვილი იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიწყოს არეულობა. საბოლოო მიზანი არის მეორე ფრონტი. ეს ლობისტური კონტრაქტი არის ამის კიდევ ერთი, მორიგი გამოხატულება. მილიონი დახარჯეს და დიაგნოზი ვერ დასვეს, ეს არის მოკლე შეჯამება იმ ყველაფრისა, რაც წარმოებს სააკაშვილის საქმის გარშემო. მიზეზი მარტივია, ერთადერთი, რაც ხდება, არის ის, რომ სააკაშვილი შეგნებულად, მისი ოჯახის თანამონაწილეობით, არ იღებს სათანადო კალორაჟის საკვებს და ა.შ. ეს არის თვითდაზიანების პროცესი, რომ ამით, გარე ჩარევით უზრუნველყოფილი იქნება მისი გათავისუფლება. ვერც ლობისტური კონტრაქრებით და ვერც მათი მეგობრების მობილიზებით ჩვენ ვერ მივიღებთ ვერავითარ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, ეს არის სამართლებრივი საკითხი“, – განაცხადა კობახიძემ.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მონაცემებით, მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა ამერიკულ ლობისტურ კომპანია „აკერმანს“ 917 177 დოლარი გადაუხადა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა