მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 7 800-ს გადააჭარბა

ნახვები: 587 თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 7 800-ს გადააჭარბა

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 7 800-ს გადააჭარბა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყანაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5 894-მდე გაიზარდა.

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის, ფუათ ოქტაის განცხადებით, მიწისძვრების შედეგად 34 810 ადამიანი დაშავდა და 5 775 შენობა განადგურდა.

სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში მაშველებმა 8 000-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს. სტიქიის ზონაში თურქეთის ყველა უწყებიდან 60 000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს.

მეხანძრეები ამ დრომდე ცდილობენ ხანძრის ჩაქრობას თურქეთის ისქენდერუნის პორტში.

ბოლო მონაცემებით, სირიაში დამანგრეველი მიწისძვრების მსხვერპლი 1 932-მდე გაიზარდა. სირიის მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე 812 ადამიანი დაიღუპა, ამბოხებული ოპოზიციის კონტროლირებულ სირიის ჩრდილო-დასავლეთში კი 1 120.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა