დონალდ ტრამპი - ისეთმა ქვეყნებმა, როგორიც გაერთიანებული სამეფოა, მოიკრიბეთ ცოტაოდენი გამბედაობა, წადით ჰორმუზის სრუტეში და აიღეთ საწვავი
ელისო კილაძე - თვე და 2 დღეა სრულ იზოლაციაში ვარ, მიმოწერები, პაემნის და ზარების უფლება აკრძალული მაქვს
საქართველოში ირანის ელჩი - როცა ზოგიერთი ქვეყანა, უნებლიეთ ან ნაჩქარევად საკუთარ სივრცესა და ტერიტორიას გარე ავანტიურისტებს უთმობს, ამის ფასს ადრე თუ გვიან, ქვეყნის შიგნითვე იწვნევს
რუსეთის დაზვერვა - მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე გავლენის გაძლიერებას ცდილობს
თამარ ჩერგოლეიშვილი - იგეგმება აშშ-ში ვიზიტი
ბაჩო ახალაია - შეიძლება ივანიშვილი ფიქრობს, რომ გაიქცევა, მაგრამ ჩამოვიყვანთ და ამ სასამართლოში მოვიყვანთ
„ოპოზიციის ალიანსი“ „ეროვნული მობილიზაციის“ ორ თვიან კამპანიას იწყებს
მარკო რუბიო - აშშ-ის გარეშე ნატო არ არსებობს

სალომე სამადაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ შეთანხმებულად მოქმედებს და ხელს უშლის ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს

07.02.2023 ნახვები: 563

თქვენ ხართ, ორი პოლიტიკური ძალა - „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“, რომელიც დღეს, ერთად შეთანხმებულად მოქმედებს და ხელს უშლის ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს, - ამის შესახებ „ლელოს“ პოლიტიკურმა მდივანმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე განაცხადა.

 

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის მიმართ, რა დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეთ ადამიანებს, „მოვა დრო, როცა ყველას მოუწევს ფასის გადახდა იმაში, რაც დღეს ამ ქვეყანაში ხდება“.

 

„ამ ყველაფერში შეიძლება ირონიული ის არის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებლის და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი მდგომარეობაც დამატებით ყველა სხვა პრობლემებთან ერთად, ძალიან სერიოზულ დაბრკოლებად გვევლინება ამ ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად. რა გვითხრა ევროკავშირმა? - გვითხრა, რომ ქვეყანას არ შეიძლება ჰქონდეს პოლიტიზებული მართლმსაჯულება და სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი. რა ვნახეთ გუშინ ჩვენ? - ჩვენ ვნახეთ, რომ მართულმა მოსამართლე არევაძემ, რომელმაც განაჩენი გამოუტანა მაგალითად, ჩემ თანაპარტიელებს - ხაზარაძეს და ჯაფარიძეს, გუშინ ასევე წინასწარ დაწერილი გადაწყვეტილება გააჟღერა. ეს პრობლემა მარტო სააკაშვილის კონტექსტში კი არ არის, ეს აჩვენებს, მათ შორის, ევროკავშირს, რომ ქვეყანაში ჩვენ დამოუკიდებელი სასამართლო არ გვაქვს. შეიძლება, არის ხალხი და ალბათ, ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც მიაჩნია, რომ სააკაშვილი რაღაცაში დამნაშავეა, ამ ადამიანებს უნდა ესმოდეთ, როცა ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო არ გვაქვს, შესაბამისი გადაწყვეტილებები, რომელიც სასამართლოს გამოაქვს, მსოფლიოში, არავის ნდობით არ სარგებლობს. ამიტომ წერს დღეს მთელი მსოფლიოს პრესა და ყველა ევროპელი პოლიტიკოსი საუბრობს იმაზე, რომ სააკაშვილის დაღუპვა ჩვენს ციხეში, გადაულახავი დაბრკოლება იქნება ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ამიტომ, რა დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეს ვიღაცას, სააკაშვილის, როგორც პრეზიდენტის, თუ პოლიტიკოსის მიმართ, მოვა დრო, როცა ჩვენ ყველას მოგვიწევს ფასის გადახდა იმაში, რაც დღეს ამ ქვეყანაში ხდება. შეგახსენებთ, შექსპირის ძალიან ცნობილ ტრაგიკომედიას ვენეციელ ვაჭარზე, როდესაც დაუოკებელი სურვილი, რომ ვიღაცას ფასი საკუთარი ხორცით გადაეხადა იმით დასრულდა, რომ მომთხოვნმა ყველაფერი დაკარგა. ასე დაკარგავს ყველაფერს ჩვენი სახელმწიფო, ყველაფერში ევროპულ მომავალს ვგულისხმობ“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა