თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

ირაკლი კობახიძე - ჩვენი საერთო სირცხვილია, რომ ნონა წოწორია ცხრა წლის განმავლობაში საქართველოს წარმოადგენდა სტრასბურგის სასამართლოში

ნახვები: 630 ირაკლი კობახიძე - ჩვენი საერთო სირცხვილია, რომ ნონა წოწორია ცხრა წლის განმავლობაში საქართველოს წარმოადგენდა სტრასბურგის სასამართლოში

ასეთი ადამიანი, რომელიც ქართველ ხალხს უწოდებს ბრბოს, იყო სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლე. ის გააგზავნა „ნაცმოძრაობამ“, ადეიშვილმა პირდაპირ სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლედ. რა ღირებულებები ჰქონდა ამ ხალხს და რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობდნენ ზოგადად საკუთარი გადაწყვეტილების მიღების დროს, თავად შეგიძლიათ განსაჯოთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სირცხვილია, რომ ნონა წოწორია წარმოადგენდა საქართველოს სტრასბურგის სასამართლოში.

„ჩვენი სირცხვილია ის, რომ ქვეყნის, ჩვენი არა, მაგრამ სახელმწიფოს წარმომადგენელი იყო ის რეალურად ამ სასამართლოში. რა თქმა უნდა, ჩვენი საერთო სირცხვილია, რომ ასეთი ადამიანი ცხრა წლის განმავლობაში საქართველოს წარმოადგენდა სტრასბურგის სასამართლოში. როდესაც ნონა წოწორია, ადეიშვილის ყოფილი მოადგილე არჩევს მოსამართლეებს მოლდოვაში, ეს არის მოლდოვისთვის რა თქმა უნდა ძალიან სერიოზული პრობლემა. ეს პრობლემები ჩვენ გამოვიარეთ ცხრა წლის განმავლობაში. სამწუხაროდ, ეს პრობლემა დღეს უდგას მოლდოვას. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ეს ე.წ შეფასების პროცესი, როგორ დასრულდა სასამართლოს წმენდით და შემდეგ სრული კონტროლის მოპოვებით სასამართლოზე სააკაშვილისა და ადეიშვილის მხრიდან და ასეთივე პროცესში დღეს წოწორია არის ჩართული მოლდოვაში, რაც ძალიან მძიმეა ჩვენი მეგობარი მოლდოველი ხალხისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა