თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

ევროკავშირი გეგმავს, მიმართოს საქართველოს, რომ სააკაშვილს თუ დართავენ საზღვარგარეთ წასვლის ნებას, ის არ ჩაერთვება პოლიტიკაში, ვიდრე იქნება ევროკავშირის ტერიტორიაზე

ნახვები: 625 ევროკავშირი გეგმავს, მიმართოს საქართველოს, რომ სააკაშვილს თუ დართავენ საზღვარგარეთ წასვლის ნებას, ის არ ჩაერთვება პოლიტიკაში, ვიდრე იქნება ევროკავშირის ტერიტორიაზე

პოლონური მედიის ცნობით, ევროკავშირი გეგმავს საქართველოს მიმართოს პოლონეთის ინიციატივაზე, თუ სააკაშვილს ნებას დართავენ საზღვარგარეთ წასვლაზე, ის უარს იტყვის საზოგადოებრივ ცხოვრებაზე და არ დაკავდება პოლიტიკური საქმიანობით

პოლონეთი მზად არის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ მიიღოს, – ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი „პოლონური რადიო“ ავრცელებს. მედიასაშუალების ცნობით, პოლონეთი ევროკავშირში აგროვებს ხელმოწერებს, რათა საქართველოს ხელისუფლებას მიმართოს სააკაშვილის გათავისუფლების თხოვნით.

როგორც ბრიუსელში „პოლონური რადიოს“ კორესპონდენტი იტყობინება, ხუთშაბათს დაგეგმილი სამიტის წინ ევროკავშირი გეგმავს საქართველოს ხელისუფლებას გაუგზავნოს წერილი პოლონეთის ინიციატივის შესახებ. მედიასაშუალების ცნობით, წერილში იქნება განცხადება იმის შესახებ, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს ნებას დართავენ საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლაზე, ის უარს იტყვის საზოგადოებრივ ცხოვრებაზე და არ დაკავდება პოლიტიკური საქმიანობით, ვიდრე ევროკავშირის ტერიტორიაზე იქნება.

„მიხეილ სააკაშვილი თუ მოკვდება, ეს ჩრდილს მიაყენებს საქართველოს ევროკავშირთან, აშშ-სთან და ნატო-სთან ურთიერთობებს“, – ნათქვამია წერილის ფრაგმენტში, რომელსაც „პოლონური რადიოს“ კორესპონდენტი გაეცნო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა