მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

აკაკი მინაშვილი - უარს ვამბობ, ვიყო „ყრილობის“ მიერ დამტკიცებული „პოლიტიკური საბჭოს“ წევრი

ნახვები: 397 აკაკი მინაშვილი - უარს ვამბობ, ვიყო „ყრილობის“ მიერ დამტკიცებული „პოლიტიკური საბჭოს“ წევრი

მარტივად და პირდაპირ – უარს ვამბობ, ვიყო „ყრილობის“ მიერ დამტკიცებული „პოლიტიკური საბჭოს“ წევრი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აკაკი მინაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.

„სულ რამდენიმე დღის წინ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩატარდა უპრეცედენტოდ დემოკრატიული, მონაწილეობითი და მაღალი ლეგიტიმაციის არჩევნები (42 ათასმა მხარდამჭერმა მიიღო მონაწილეობა. სხვათა შორის, ლევან ხაბეიშვილის გუნდი თავდაპირველ ეტაპზე არჩევნების „ვიწრო წრეში“ ჩატარების იდეით გამოდიოდა).

ხაბეიშვილის გუნდი მხარდამჭერებს ჰპირდებოდა ფართომასშტაბიან არჩევნებს ყველა დონეზე. არადა, სულ რამდენიმე დღე დასჭირდათ მათ, ფეხქვეშ გაეთელათ როგორც საკუთარი დაპირება, ისე დემოკრატიულობის ის პრეცედენტი, რაც თავმჯდომარის არჩევნებში გამოიხატა და რის შემდეგაც ნიკა მელიამ ახალ თავმჯდომარეს მიულოცა და წარმატება უსურვა.

პოლიტიკური საბჭო პარტიის მთავარ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს. აქ მიმდინარეობდა სხვადასხვა საკითხების აქტიური განხილვა და დისკუსია. მუდმივად იყო განსხვავებულ, კრიტიკულ პოზიციებზე კამათი და მსჯელობა. სწორედ ამიტომ მხოლოდ რამდენიმე ასეული წევრის მიერ დანიშნულ, ერთ პოზიციაზე მყოფ კლუბად გარდასახული „პოლიტიკური საბჭოს“ ლეგიტიმაცია არის ნულის ტოლი.

აქ არ არის საუბარი პარტიაში პოლიტიკურ თანამდებობებზე. გავითვალისწინეთ რა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების ნება, ჩვენ ჩვენი ინიციატივით დავტოვეთ სამდივნო. ანალოგიურად უნდა მოქცეული ახალი მენეჯმენტიც და მხედველობაში მიეღო ამომრჩევლის დაკვეთა – უნდა ჩაეტარებინა პოლიტსაბჭოს მონაწილეობითი და რეალური არჩევნები ღიად და საჯაროდ ან, მინიმუმ, 40%-ის პოზიცია უნდა გაეთვალისწინებინა ამ „პოლიტსაბჭოს“ შემადგენლობაში.

თავმჯდომარის და გენმდივნის „ხუთკაციანი კვოტა“ საერთოდ ანომალიაა დემოკრატიული პროცესისთვის.

სამწუხაროა, როდესაც ასეთი ფორმით იწყებს საქმიანობას პარტიის „ახალი“ მენეჯმენტი. თან როდის – საარჩევნო პერიოდში პრეზიდენტ სააკაშვილის უმოკლეს ვადებში გათავისუფლება გვპირდებოდნენ და ბოლო სასამართლოს წინა დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ათიათასობით მხარდამჭერის ზურგს უკან პარტიაში პოზიციები გადაანაწილეს და ახალი უსამართლობის კერა გააჩინეს.

კითხვის ნიშნები რომ არ გაჩნდეს – ვაგრძელებთ ბრძოლას მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისთვის, პოლიტიკური დევნის დასასრულებლად და ოლიგარქიული რეჟიმის დასამარცხებლად, რასაც პარტიული პოზიციები ჩვენთვის არასოდეს განსაზღვრავდა“, – წერს აკაკი მინაშვილი სოციალურ ქსელში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა