მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

აბაშაში მომხდარ ავარიას 20 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა

ნახვები: 769 აბაშაში მომხდარ ავარიას 20 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა

აბაშაში, სოფელ გეზათი-გულუხეთის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ამავე სოფლის მკვიდრი 20 წლის გიგა გაბუნია ადგილზე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა.

მანქანაში მეგობრები ისხდნენ, 2 პირი გადარჩა.

"გიგა გაბუნია, ეს სახელი ყოველთვის იქნება ჩემი ცხოვრების მანძილზე დასამახსოვრებელი. გიგა ჩემო ძმაო, ჩემო თანაგუნდელო, ჩემს ცხოვრებაში დიდი ადგილი გიკავია და ასე იქნება ყოველთვის. მახსოვს როდესაც გუნდში მოხვედი პირველად, მე და შენ გავუგეთ ერთმანეთს ყველაზე კარგად. იმ წამიდან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, ძმაკაცობა და სიყვარული. მე დავკარგე ჩემი ძმა, ადამიანი, რომელიც მოედანზე და მოედნის გარეთაც დიდი პატივისცემით და სიყვარულით გამოირჩეოდი. შენ ასეთ დასასრულს არ იმსახურებდი და ვერც წარმომედგინა მსგავსი რამ.

ღმერთმა ნათელში გამყოფოს. სადაც არ უნდა იყო ყოველთვის ჩემს გულში იქნები! მიყვარხარ და მეყვარები! ყოველთვის ჩემი დიდი ძმა იქნები და ეს ასე იქნება ყოველთვის! მოგვენატრები!", - წერს სოციალურ ქსელში გარდაცვლილის მეგობარი.

უბედური შემთხვევა ორი დღის წინ, ღამის სამ საათზე მოხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

პრაიმთაიმი

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა