პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა
ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია
გურიაში განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით სამი პირი დააკავეს, საქმეში ე.წ. კანონიერი ქურდიც ფიგურირებს
თავდაცვის სამინისტროს თანხების გაფლანგვის საქმეზე მსჯავრდებულებმა ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ საპატიმრო დატოვეს
War update: 236 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottest

პაოლო იაშვილის შემოქმედების წართმევა და ვინმე ელენე ბაქრაძისთვის მიწერა აღიკვეთა - თეა წულუკიანი

ნახვები: 675 პაოლო იაშვილის შემოქმედების წართმევა და ვინმე ელენე ბაქრაძისთვის მიწერა აღიკვეთა - თეა წულუკიანი

კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და დაფინანსებით, პაოლო იაშვილის წიგნი გამოსცეს და ამით აღკვეთეს "პაოლოს შემოქმედების წართმევა და ვინმე ელენე ბაქრაძისთვის მიწერა", - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

"კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და ხელშეწყობით, ჩვენი დაფინანსებით გამოიცა წიგნი - წიგნი, რომელიც ეძღვნება ერთი მხრივ პაოლო იაშვილის 130 წლისთავს, რომელიც შარშან შესრულდა და, ასევე, მისი შემოქმედების დაცვას მავანთაგან, რომლებმაც შარშან და შარშან წინ ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ზოგიერთი წარმომადგენლის თაოსნობით, გადაწყვიტეს, შეებღალათ პაოლოს კომუნისტური რეჟიმის მიერ განადგურებული ამ სიცოცხლის და ამ დიდი ქართველის შემოქმედება. შეებღალათ იმით, რომ წაერთმიათ პაოლოსთვის მისი შემოქმედება და მიეწერათ ეს ვინმე ელენე ბაქრაძისთვის. ეს წარმატება მათ ვერ მოიპოვეს, კრახით დასრულდა მათი ეს მცდელობა და ჩვენ ეს სამარცხვინო პლაგიატის ფაქტი, სამინისტრომ აღკვეთა", - თქვა წულუკიანმა.

კულტურის სამინისტრომ 2022 წლის 17 იანვარს განაცხადა, რომ ლიტერატურის მუზეუმმა შეცდომა დაუშვა - ელენე ბაქრაძის (დარიანი) წიგნი გამოსცა, რომელშიც ანა კალანდაძის 2 ლექსი შეიტანა და დარიანის ლექსებად გამოაცხადა. 

კულტურის სამინისტრო აცხადებდა, რომ ამასთან დაკავშირებით მათთან "მოქალაქეთა აღშფოთებული წერილები შევიდა" და საკითხი "სერიოზულად განსახილველი" იყო. 

ელენე ბაქრაძე დარიანის წიგნში შეცდომაზე ლაპარაკის შემდეგ კულტურის სამინისტრომ არსებული ტირაჟი გაითხოვა, ამასთან, ლიტერატურის მუზეუმს სამინისტროსთვის ბეჭვდის ხარჯების დაბრუნება მოსთხოვა - დარიანის წიგნისთვის მუზეუმმა 6 280 ლარი დახარჯა. ამდენივე იყო საჭირო შესწორებული წიგნის გამოსაცემად. 

 

 
 
 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა