მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით მორიგი სასამართლო პროცესი 6 თებერვალს გაიმართება

ნახვები: 509 მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით მორიგი სასამართლო პროცესი 6 თებერვალს გაიმართება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი, თბილისის საქალაქო სასამართლოში 6 თებერვალს, 17:00 საათზე გაიმართება.

ბოლო სხდომაზე, რომელიც სამ თებერვალს გაიმართა, სასამართლო პროცესზე 3 მოწმე დაიკითხა, მათ შორის, კლინიკა „ვივამედის“ გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტი, ეკა ჩავლეიშვილი და სამხარაულის ექსპერტი, აკაკი ტყემალაძე.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლოს დასაკითხ მოწმეთა სიაში არსებული რამდენიმე პირის ჩახსნის შუამდგომლობით მიმართა.

როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა აღნიშნა, მათ მოწმეების დაკითხვა დაასრულეს.

„განცხადებით მივმართავთ სასამართლოს. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ დასაკითხად გვყავდა არასამედიცინო განათლების პირებიც. ყველა ეს არასამედიცინო განათლების პირი გვინდა ჩავხსნათ.

ვფიქრობთ, სასამართლოს სრულყოფილი ინფორმაცია მიეწოდა როგორც სამედიცინო თვალსაზრისით, ასევე არასამედიცინო თვალსაზრისით. წარმოდგენილია პირადი საქმე, შესაბამისი დოკუმენტაცია, როგორც ექსპერტიზის დასკვნები და მისი დანართები, ამიტომ ჩვენ ვშუამდგომლობთ, აღარ დაიკითხოს ჩვენ მიერ მოთხოვნილი, არც ერთი მოწმე. ჩვენ დავასრულეთ მოწმეების დაკითხვა“, - განაცხადა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა ნიკა აბრამიშვილმა.

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, საქმის მოსამართლის გიორგი არევაძის განცხადებით, შემდეგ სხდომაზე მხარეები დასკვნითი სიტყვით წარდგებიან.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა