მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ეკა ხერხეულიძე - მოლოდინი, რომ ამ ვითარებაში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდება, თავის მოტყუებაა

ნახვები: 417 ეკა ხერხეულიძე - მოლოდინი, რომ ამ ვითარებაში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდება, თავის მოტყუებაა

ნებისმიერი ადამიანის მოლოდინი, რომ შესაძლებელია, ამ ვითარებაში, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს, თავის მოტყუებაა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა.

 

მისივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად კიდევ უფრო დამძიმდება.

 

„ის, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად კიდევ უფრო დამძიმდება, ეს არის ის ლოგიკა, რაც ყველა საღ ადამიანს უნდა ჰქონდეს ხელისუფლებაშიც და გულშემატკივრების რიგშიც, მათაც ვისაც არ აინტერესებს მიხეილ სააკაშვილის პერსონა, მაგრამ აინტერესებს საქართველოს ბედი. ამიტომ დღევანდელი მისი მძიმე მდგომარეობაც, რაც გიული ალასანიამ აღწერა, არის ლოგიკური გაგრძელება იმისა, რაც ჩვენ 2-3 დღის წინ ვიხილეთ. მისი გაუბედურებული ჯანმრთელობის მდგომარეობის ფაქტები მთელმა მსოფლიომ ნახა, ადეკვატურად შეაფასა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება არის ყრუ. ეს არის ჩვენი პრობლემა და საზოგადოების პრობლემა, ვერ ვახერხებთ გამოვაფხიზლოთ ეს ხელისუფლება. ხელისუფლება, რომელსაც არ ესმის და არ ვაიძულებთ, გაიგოს,“ - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა