მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

„იმედია, ერთხელ კიდევ გავფართხალდები სცენაზე...“ - ჯემალ ღაღანიძის უკანასკნელი ინტერვიუ

ნახვები: 768 „იმედია, ერთხელ კიდევ გავფართხალდები სცენაზე...“ - ჯემალ ღაღანიძის უკანასკნელი ინტერვიუ

89 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი ჯემალ ღაღანიძე. მსახიობის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას რუსთაველის თეატრი ავრცელებს. „რუსთაველის ეროვნული თეატრი უდიდეს მწუხარებას, ტკივილს განიცდის… ჩვენი უძვირფასესი, ჯემალ ღაღანიძე გარდაიცვალა!“ – აღნიშნულია რუსთაველის თეატრის სამძიმრის წერილში.

ალბათ, არც ერთი პროფესიის ადამიანისთვის არ არის საწოლში სიბერის გატარება ისეთი სევდიანი, როგორც მსახიობისთვის.

აპლოდისმენტებს, საგრიმიოროს, გადასაღებ მოედანს, კოლეგების გარემოცვაში ყოფნას, ყველა მხრცოვანი არტისტი სიცოცხლის ბოლომდე ნატრობს. უასაკო პროფესიაა და მსახიობი არ ბერდებაო, ამბობდა  რესპონდენტი.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

– იყო როლი რომელზეც გული გწყდებათ? 

– დონ კიხოტის თამაში მინდოდა, მაგრამ კახიმ წამართვა (იცინის). მე მინდოდა თამაში, შემოთავაზება არ მქონია, ამ გმირის ცალმხრივი სიყვარული მქონდა. გამხდარი ვიყავი და მქონდა მისი თამაშის განწყობა.

რაც შეეხება თეატრს, იქ 63 წელი გავატარე. მაყურებლის წინაშე წარდგომა, ეს დიდი სიამოვნებაა მსახიობითვის.

კინოსგან განსხვავებით, არც ერთი თამაში არ მეორდება თეატრში, ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირად თამაშობ.

იმედია, რომ ერთხელ კიდევ გავფართხალდები სცენაზე. ამის სურვილს რა მომაკლებს. რა ასაკისაც არ უნდა იყოს, მსახიობს ყოველთვის აქვს სცენაზე დგომის სურვილი“,- ამბობდა მსახიობი. 

 

„პრაიმტაიმი“ 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა