მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

რუსეთის ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე ოთხი სარაკეტო და ხუთი საჰაერო დარტყმა განახორციელეს

ნახვები: 640 რუსეთის ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე ოთხი სარაკეტო და ხუთი საჰაერო დარტყმა განახორციელეს

რუსეთის საოკუპაციო ძალები ხერსონის ოლქს ბომბავენ. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

პარალელურად, უკრაინის არმიის გენშტაბი ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვით, რუსი სამხედროები შეტევით მოქმედებებს ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და ნოვოპავლოვსკის მიმართულებით, თუმცა ისინი დიდ ზარალს განიცდიან.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სუმის რაიონის სასაზღვრო ზონაზეც მიიტანეს იერიში. დაბომბვის შედეგად ნაწილობრივ დაინგრა სამი კერძო სახლი და დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსმა დამპყრობლებმა უკრაინის ტერიტორიაზე ოთხი სარაკეტო და ხუთი საჰაერო დარტყმა განახორციელეს. რუსეთმა 70-ზე მეტი თავდასხმა განახორციელა ხერსონისა და მიკოლაივის რეგიონებში სამოქალაქო ობიექტებზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა