მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

რატი ბრეგაძე ელჩებთან შეხვედრაზე - ეს იყო ორმხრივი სურვილი და ინფორმაციის გაცვლა

ნახვები: 453 რატი ბრეგაძე ელჩებთან შეხვედრაზე - ეს იყო ორმხრივი სურვილი და ინფორმაციის გაცვლა

ეს იყო ორმხრივი სურვილი და ინფორმაციის გაცვლა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ელჩებთან შეხვედრაზე საუბრისას „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„იმ საკითხებზე, რაზეც ელჩებთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ, ერთობლივად შევთანხმდით, რომ რაზეც ვისაუბრეთ, ამის შინაარსი ბოლომდე არ უნდა გასულიყო. მე მაქსიმალურად დავიცავი ყველა შეთანხმება. თუკი ცალკეული პირი გაამჟღავნებს, ეს მისი გადასაწყვეტია.

ეს შეხვედრა იყო როგორც ჩვენი ინიციატივით, რადგან გვინდოდა, მათთვის რეალური სურათი გაგვეცნო, ასევე მათი ინიციატივითაც. მათ ბუნებრივია გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულება და წუხილი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო და ჩვენც გავაცანით სრული ინფორმაცია, თუ რა ხდებოდა ამ ადამიანის გარშემო, რას აკეთებს სახელმწიფო და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ეს შეხვედრა იყო ორმხრივი სურვილი და ეს იყო რეალურად ინფორმაციის გაცვლა. ჩვენ მათ მივაწოდეთ სრულფასოვანი ინფორმაცია, რომელიც ფაქტებით იყო გამყარებული.

იმ პერიოდში, როდესაც საქართველო არის ევროინტეგრაციის პროცესში და ხელისუფლება მოსახლეობის დავალებას ასრულებს მაქსიმალურად, ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ ჩვენს პარტნიორებს ჰქონდეთ სრულფასოვანი, ობიექტური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება საქართველოში და როგორ სრულდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა განაცხადა – „28 დეკემბერს ჩვენმა დელეგაციამ განახორციელა ფორმალური დემარში იუსტიციის მინისტრთან, გამოხატა შეშფოთება სააკაშვილის შესახებ მოხსენებებზე, საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია, მიიღოს ყველა საჭირო ზომა“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა