მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

პეტრას აუსტრევიჩუსი - მოგიწოდებთ, პრეზიდენტ სააკაშვილს მისცეთ უფლება, წავიდეს საზღვარგარეთ სამედიცინო მკურნალობისთვის

ნახვები: 401 პეტრას აუსტრევიჩუსი - მოგიწოდებთ, პრეზიდენტ სააკაშვილს მისცეთ უფლება, წავიდეს საზღვარგარეთ სამედიცინო მკურნალობისთვის

მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც გამოაღვიძა საქართველო და შეცვალა ქვეყანა, თექვსმეტი თვეა, ციხეში იტანჯება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა ევროპარლამენტში სააკაშვილის საკითხზე მიმდინარე დებატებისას განაცხადა.

აუსტრევიჩუსი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ სამედიცინო მკურნალობისთვის წასვლის უფლება უნდა მიეცეს.

„საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა მიიჩნევს, რომ პროევროპულია და სურს ახლო კავშირები დასავლეთთან. ამავე დროს საზოგადოება ღრმად პოლარიზებულია, სადაც არის პოლიტიკური ბრძოლა, რომელიც იგნორირებას უკეთებს ელემენტარულ პოლიტიკურ კულტურას. მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც გამოაღვიძა საქართველო და შეცვალა ქვეყანა, თექვსმეტი თვეა, ციხეში იტანჯება. ეს არის მისთვის ანგარიშსწორება პოლიტიკური მეტოქეობისა და წარსულში დაბრუნებისთვის. მოგიწოდებთ, პრეზიდენტ სააკაშვილს მისცეთ უფლება, წავიდეს საზღვარგარეთ სამედიცინო მკურნალობისთვის დაყოვნების გარეშე. დაიცავით მისი სიცოცხლე და ქვეყნის შანსი, შეინარჩუნოს ევროპული სახე“, – აღნიშნა პეტრას აუსტრევიჩუსმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა