მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

დავით უსუფაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ წარსულს დაუბრუნდა

ნახვები: 448 დავით უსუფაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ წარსულს დაუბრუნდა

„ნაციონალური მოძრაობა“ წარსულს დაუბრუნდა, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელმა, დავით უსუფაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რომელ ეტაპზე თქვა უარი წარსულზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თორმეტი წლის განმავლობაში, უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მათ წარსულზე უარი არასოდეს უთქვამთ, მაგრამ მცდელობები იყო.

„მე, მაგალითად, ხატია დეკანოიძე პარლამენტში გავიცანი და ვინმეს როგორც არ უნდა უშლიდეს ნერვებს, ის გავიცანი, როგორც, პირველ რიგში, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი და მერე პარტიული ინტერესებით მოღვაწე. ასე გავიცანი მე, ასე ვნახე და ვფიქრობდი, შეიძლება, სხვებიც გამოჩნდნენ ასეთები-თქო. გავიხსენოთ, რამდენი ფრთა წამოვიდა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ხომ? მგონი, ოთხი, ხუთი თუ შვიდი. წარსულთან დაკავშირებით ზოგმა თქვა და ზოგმა არ თქვა. ზოგმა ისე მოიცილა, ვითომ არ ყოფილა ეს და ა.შ. მე იმას კი არ ვამბობ, რა კარგები იყვნენ და ახლა გაფუჭდნენ, უბრალოდ, ახლა დასრულდა რაღაც ეტაპი. დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი სახელისუფლებო ინსტრუმენტების ჩარევით წარიმართა“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

გიორგი გვიმრაძემ გადაცემის სტუმარს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით 2013 წელს გაკეთებული ცნობილი განცხადება შეახსენა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გადარჩენა და მისი პოლიტიკურ სპექტრში დარჩენა არის ქართული დემოკრატიის ამოცანა“, რაზეც უსუფაშვილმა უპასუხა, რომ არჩევნებში წაგების შემდეგ ყოფილი სახელისუფლებო პარტია უნდა გადარჩეს.

შეკითხვაზე, უნდა მომხდარიყო თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ მორალური დელეგიტიმაცია და რატომ არ გააკეთა ეს „ქართულმა ოცნებამ“, მათ შორის, მისი პარლამენტის თავმჯდომარეობის პერიოდში, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ დელეგიტიმაცია ასე არ ხდება და „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტია, უნდა არსებობდეს, რადგან მას მხარს უჭერს ყოველი მეხუთე ან მეოთხე ადამიანი.

„რომელიმე პარტია თუ არის ასაკრძალი, ამის კონსტიტუციური მექანიზმი არსებობს. მე და თქვენ რამეზე შევთანხმდით და არ მომწონს, მოვა ხვალ სხვა ხელისუფლება და იტყვის, მოდით, ახლა „ოცნება“ გავყაროთ და ავკრძალოთო, ასე არ არის. ინდივიდუალურად აგოს ყველამ პასუხი და პარტიის პასუხისმგებლობის არეალი არის თავისუფალი არჩევნები“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილმა ასევე განაცხადა, რომ 2012 წელს, „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ თუ ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში რამე სწორად გააკეთა, ეს ის არის, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა თანამდებობებიდან გაყრა არ მოხდა.

„დიახ, იმ არჩევნებში „ოცნებამ“ გაიმარჯვა და „ოცნებამ“ რომ გაიმარჯვა, იმის შემდეგ თუ ივანიშვილმა რამე სწორი გააკეთა ამ ქვეყანაში, იყო ის, რომ ეგრევე არ დაერია თანამდებობაზე დარჩენილ „ნაციონალებს“. შეგახსენებთ, რომ სააკაშვილი კიდევ ერთი წელი იყო პრეზიდენტი. იმიტომ, რომ კონსტიტუცია ამას ამბობდა და მისი გაგდების ნებისმიერი ქმედება ეს იქნებოდა 1991-92 წლების არალეგიტიმურ ჩარჩოში გადასვლა. გიგი უგულავა კიდევ ორი წელი იყო თბილისის მერი და კოტე კუბლაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იყო იმდენი ხანი. დიახ, არ გავყარეთ ჩვენ ისინი. იმიტომ, რომ ამ გაყრით სწორედ იმ მარშინის წრეზე დავტრიალდებოდით. არ გავყარეთ ისინი, ნელ-ნელა უნდა გაგვეშვა და გავუშვით. ეს იყო ამოცანა. თვითმმართველობის არჩევნები ორი წლის შემდეგ ჩატარდა, 2014-ში და მაშინ შეიცვალა თვითმმართველობის დონეზე ხალხი“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა