მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

პაატა ბურჭულაძე - საქართველო დღეს თავისი ისტორიის ერთ-ერთ სამარცხვინო ფურცელს წერს - მიშა უნდა გადარჩეს

ნახვები: 503 პაატა ბურჭულაძე - საქართველო დღეს თავისი ისტორიის ერთ-ერთ სამარცხვინო ფურცელს წერს - მიშა უნდა გადარჩეს

 

 

მიშა უნდა გადარჩეს. ჩვენ მეორედ არ უნდა გავაკეთოთ ის, რომ კიდევ ერთი პრეზიდენტი მოვკლათ. მერე ეს შეიძლება ჩვევაში გადაგვივიდეს, რაც ძალიან ცუდი იქნება , - ამის შესახებ საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ ჟურნალისტებს კლინიკა „ვივამედთან“ განუცხადა, სადაც მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა.

 

როგორც ბურჭულაძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ყველაფერი დროულად უნდა გაკეთდეს, ხოლო ის, რაც ახლა ხდება, სამარცხვინოა

 

„არ შემეძლო, სახლში გავჩერებულიყავი, როდესაც გავიგე, რომ მიშა რეანიმაციაში გადაჰყავთ. ვაცხადებ ერთ რამეს, რომ საქართველო დღეს, თავისი ისტორიის ერთ-ერთ სამარცხვინო ფურცელს წერს. როდემდე უნდა ვიყოთ ჩვენი ღირსებით დამოკიდებული ბიძინა ივანიშვილზე და მის ქონებაზე? ნუთუ მისი ქონებაა ჩვენი მომავალი, რომ ის გადარჩეს? მე, ძალიან ვწუხვარ, რომ იმ მოსამართლეებთან და სხვებთან ერთად აქ, ზოგიერთი ექიმია გარეული. მე მგონი, ეს მათ არ ეკადრებათ. გავიგე, რომ ჯერ, ამ წუთისთვის გადაყვანილი არ არის რეანიმაციაში და რაღაცას ელოდებიან. რას ელოდებიან, იმას რომ კომაში ჩავარდეს? ეს არის ჩვენი გამოსავალი?! სამარცხვინოა, რაც ხდება. ჩვენ, ყველას უნდა გვრცხვენოდეს“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

 

კითხვაზე, თუ რა უნდა გააკეთოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ , ასევე საზოგადოებამ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ბურჭულაძემ უპასუხა, რომ ამაზე პოლიტიკოსებმა უნდა ისაუბრონ.

 

„მე მგონი, რომ დროზე არის გასაკეთებელი...თან ეს პოლიტიკოსებმა უნდა თქვას, მე რა უნდა გითხრათ. მე უნდა გითხრათ ერთი რამ, რომ თუ მიშას რამე დაემართა, გვიანი იქნება. ყველაფერი დროზე არის გასაკეთებელი და ზოგიერთი ექიმი ვინც აქ მუშაობს, გონს მოვიდეს და თქვას, ის, რაც საჭიროა, როგორც ისინი გრძნობენ, რომ არიან ექიმები. გადავარჩინოთ ამ ადამიანის სიცოცხლე, ეს იქნება აქ, თუ საზღვარგარეთ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მიშა უნდა გადარჩეს. ჩვენ მეორედ არ უნდა გავაკეთოთ ის, რომ კიდევ ერთი პრეზიდენტი მოვკლათ. მერე ეს შეიძლება ჩვევაში გადაგვივიდეს, რაც ძალიან ცუდი იქნება. მეტის თქმა არაფრით შემიძლია“- განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა