4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

ლევან ხაბეიშვილი - მიშა, მინდა შეგპირდე, რომ არ გავჩერდებით, სანამ შენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა უზრუნველყოფილი არ იქნება

ნახვები: 508 ლევან ხაბეიშვილი - მიშა, მინდა შეგპირდე, რომ არ გავჩერდებით, სანამ შენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა უზრუნველყოფილი არ იქნება

არ ვაპირებთ ზეიმს - დღეიდან იწყება პროცესი, რომელიც ჩვენს ქვეყანას სამშვიდობოს გაიყვანს - მიშა [სააკაშვილი], მინდა შეგპირდე, რომ არ გავჩერდებით, სანამ შენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ იქნება უზრუნველყოფილი,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალმა თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, დღეიდან „ნაციონალური მოძრაობა“ ახალი შემართებით იწყებს რთულ, მაგრამ უწყვეტ ბრძოლას და მისი პარტია ღია იქნება ყველა ახალი ადამიანისთვის.

„ამ არჩევნებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაამტკიცა, რომ მისი დამარცხება, ბრძოლის ველიდან გაყვანა უბრალოდ შეუძლებელია. ამ არჩევნებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაამტკიცა, რომ არის არა რიგითი პარტია, არამედ, დიდი ერთობა დაუღალავი ხალხისა, რომელსაც გამარჯვება სწყურია ჩვენი ქვეყნისთვის. დავუმტკიცეთ ყველას - მტერსაც და მოყვარესაც, ყველას, ქვეყნის შიგნით და გარეთ, რომ ერთგულები ვართ იმ ღირებულებების, რომელიც სათავეში ედო „ნაციონალური მოძრაობის“ დაფუძნებას. ერთგულები ვართ იმ ფასეულობების, რომელმაც შექმნა „ვარდების რევოლუცია“. დემოკრატია ჩვენთვის სიტყვის მასალა არ არის. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთადერთი პარტია საქართველოში, რომელიც საქმით ამტკიცებს დემოკრატიული, დასავლური ფასეულობების ერთგულებას და ეს არჩევნები ამის ნათელი და პირდაპირი გამოვლინებაა.

არ ვაპირებთ ზეიმს. დღეიდან იწყება პროცესი, რომელიც ჩვენს ქვეყანას სამშვიდობოს გაიყვანს, როგორც ეს მიშამ და მისმა თანამებრძოლებმა გააკეთეს 2003 წელს. ჩვენ ვაპირებთ შრომას და ამ შრომაში არასდროს დავიღლებით. დღეიდან ახალი შემართებით ვიწყებთ რთულ, მაგრამ უწყვეტ ბრძოლას რუსი ოლიგარქიული რეჟიმის დასამარცხებლად. სწორედ ამიტომ, დღეიდან, „ნაციონალური მოძრაობა“ ღია იქნება ყველა ახალი ადამიანისთვის, ჩვენი ყველა, ძველი თუ ახალი თანამებრძოლისთვის, ვისაც თუნდაც ერთი აგურის დადება შეუძლია ამ ბრძოლაში. ეს გამარჯვება ეკუთვნის მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ახლა სიცოცხლისთვის იბრძვის და მისი ბრძოლაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას. ცხადია, პირველი გადაწყვეტილებების დაკავშირებული იქნება პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებისთვის ბრძოლასთან. მიშა, მინდა შეგპირდე, რომ არ გავჩერდებით, სანამ შენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის არ იქნება უზრუნველყოფილი“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა