ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

შალვა ხაჭაპურიძე - არ გამოვრიცხავთ, რომ მომდევნო კვირაში მოწმეების დაკითხვები დავამთავროთ

ნახვები: 598 შალვა ხაჭაპურიძე - არ გამოვრიცხავთ, რომ მომდევნო კვირაში მოწმეების დაკითხვები დავამთავროთ

თუ ექსპერტიზის დანიშვნა უნდოდა სამხარაულს, სააკაშვილი უკვე წელიწადი და ოთხი თვეა პატიმარია და თავისუფლად შეეძლოთ. ეს ყველაფერი არის მცდელობა, რომ რამენაირად გადაარჩინონ სიტუაცია, ანუ რამენაირად არ გაუშვან სააკაშვილი , - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.

შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მოსამართლე პენიტენციური სამსახურის შუამდგომლობას სამხარაულის ექსპერტიზასთან დაკავშირებით, დააკმაყოფილებს, მიუხედავად იმისა, რომ ამის სამართლებრივი საფუძველი არ არის.

„მე ვფიქრობ, რომ მოსამართლე ამ შემთხვევაში „ნიჩიას“ გაითამაშებს და დააკმაყოფილებს, თუმცა ამის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არის. შემდეგ პროცესზე ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს. შემდეგ კვირაში 3 პროცესი დაინიშნა, დაცვის მხარე არ გამოვრიცხავთ, რომ მომდევნო კვირაში მოწმეების დაკითხვები დავამთავროთ“, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

ცნობისთვის, პენიტენციურმა სამსახურმა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა