მარტა კოსი: ევროკავშირში არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის სანქცირებისთვის
ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა

გია ვოლსკი - „ნაციონალური მოძრაობას“ გადაწყვეტილი აქვს, იყოს რევოლუციური შტაბი და არა - პოლიტიკური ორგანიზაცია

ნახვები: 474 გია ვოლსკი - „ნაციონალური მოძრაობას“ გადაწყვეტილი აქვს, იყოს რევოლუციური შტაბი და არა - პოლიტიკური ორგანიზაცია

„ნაციონალური მოძრაობა“ მომავალში პარტიული ორგანიზაციის ნიშნებს ალბათ ნაკლებად შეინარჩუნებს. ეს იქნება რადიკალური დაჯგუფება, რომელიც ეცდება, საქართველოში რევოლუციური სცენარი განავითაროს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაცმოძრაობას“ გადაწყვეტილი აქვს, რომ იყოს რევოლუციური შტაბი და არა – პოლიტიკური ორგანიზაცია.

„„ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ხასიათის ნიშა თავისუფალი იქნება და სწორედ ამ ნიშაში შეჭედვას ლამობს „ტრიუმვირატი“, რომელიც ჯაფარიძე-ვაშაძე-ხოშტარიას სახით ჩამოყალიბდა. ისინი შეეცდებიან, მათ გაერთიანებას გარკვეული პოლიტიკური ნიშნები ჰქონდეს. „ნაცმოძრაობას“ გადაწყვეტილი აქვს, იყოს რევოლუციური შტაბი და არა – პოლიტიკური ორგანიზაცია. როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში, ამ პოლიტიკური თუ რევოლუციური ჯგუფების დასახასიათებლად სიტყვა „ნაციონალური“ და „ეროვნული“ აბსოლუტურად არარელევანტურია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა