მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ჰერმან საბო - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია უნდა იყოს გამაფრთხილებელი ზარი, რათა ხელისუფლებამ და ოპოზიციამ საკუთარ ვიწროპარტიულ ინტერესებს გადააბიჯონ

ნახვები: 436 ჰერმან საბო - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია უნდა იყოს გამაფრთხილებელი ზარი, რათა ხელისუფლებამ და ოპოზიციამ საკუთარ ვიწროპარტიულ ინტერესებს გადააბიჯონ

ეს რეზოლუცია უნდა იყოს გამაფრთხილებელი ზარი, რათა ხელისუფლებამ და ოპოზიციამ საკუთარ ვიწროპარტიულ ინტერესებს გადააბიჯონ და შეთანხმება მოახერხონ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციის შეფასებისას განაცხადა.

როგორც საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ჰერმან საბომ აღნიშნა, „ევროპელებმა რეზოლუციით გვითხრეს, რომ მათთვის ჩვენი მუშაობის ტემპი და სამუშაო განწყობა საგანგაშოა“.

„ასე თუ გავაგრძელებთ, ძალიან მარტივი უარი გვექნება. ნაცვლად იმისა, რომ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე ვიყოთ გაერთიანებულები, დაკავებული ვართ შიდა კინკლაობით, შიდა სამზარეულოს განხილვით. საქმეს არ ვაკეთებთ და არც გვეტყობა, რომ ამის კეთების სურვილი გვაქვს. ეს რეზოლუცია უნდა იყოს, როგორც გამაფრთხილებელი ზარი, რათა ხელისუფლებამ და ოპოზიციამ საკუთარ ვიწროპარტიულ ინტერესებს გადააბიჯონ და შეთანხმება მოახერხონ. პარლამენტის დასვენების პერიოდი დაემთხვა და ევროპაში ისეთი მოდუნებული პოლიტიკური სიგნალები გავაგზავნეთ, რომ იქ გიჟს გვანან და ასეთი რეზოლუცია გამოგვიგზავნეს. იმედია, ეს რეზოლუცია გამოგვაფხიზლებს, რადგან თუ ასე გავაგრძელებთ, კანდიდატის სტატუსის მიღების არანაირი შანსი არ გვაქვს“, – განაცხადა ჰერმან საბომ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა