4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

მეუფე იაკობი: იმის იმედი ნუ ექნებათ, რომ ვიღაც რაღაც სიას შეადგენს

ნახვები: 507 მეუფე იაკობი: იმის იმედი ნუ ექნებათ, რომ ვიღაც რაღაც სიას შეადგენს

ვიღაცები ცდილობენ ხოლმე, რამე გვითხრან და მათ ჭკუაზე ვიცხოვროთ, სხვისი დღის წესრიგით ვერ ვიცხოვრებთ, იმის იმედი ნუ ექნებათ, რომ ვიღაც რაღაც სიას შეადგენს, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ნინოობის სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა.

„ერთი რამ ვიცოდეთ, ნებისმიერ ქვეყანაში იმ ერის, ხალხის ინტერესი უნდა იყოს გატარებული, ვინც იქ ცხოვრობს. სხვისი დღის წესრიგით ვერ ვიცხოვრებთ. ისევე როგორც სხვა ქვეყნებს აქვთ თავისი დღის წესრიგი, ჩვენ არ შეიძლება, ვინმეს დავაწესებინოთ. მით უმეტეს, ქრისტეს ერი ვართ, ღვთისმშობლის ერი ვართ, წმინდა ნინო არის ჩვენი დედა. ვინ უნდა გვასწავლოს, ჩვენ რა გავაკეთოთ?! მთავარია, ერთმანეთი გვიყვარდეს და ერთმანეთი არ დავჭამოთ. იმის იმედი ნუ ექნებათ, რომ ვიღაც რაღაც სიას შეადგენს, საქართველოსთან ურთიერთობა თუ უნდათ, ჩვენც გვინდა მსოფლიოსთან ურთიერთობა. ლაპარაკი ყველამ უნდა ვისწავლოთ. შეცდომები თუ გვაქვს, დავსხდეთ და წყნარად ვილაპარაკოთ. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, თავისუფალი ქვეყანა და გვჭირდება თავდაცვის საშუალებებიც. ჩვენ თავს არასდროს არავის ვესხმით. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნინოობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის მონასტერში ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა სადღესასწაულო წირვა-ლოცვა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელიქისედეკთან ერთად აღავლინა.

საეკლესიო გადმოცემით, წმინდა ნინო საქართველოში მე-4 საუკუნეში, მეფე მირიანის მეფობის ხანაში ჩამოვიდა. მას უკავშირდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება. ნინოობა ორჯერ, პირველ ივნისსა და 27 იანვარს აღინიშნება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა