SSU exposes FSB agent planning strike on Ukrainian drone repair unit
2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 555.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
Trump and Xi discuss Russia’s war against Ukraine
AFU General Staff streamlines procedure for discharge from military service
France on Putin at G20: U.S. to decide who is invited
Trump and Xi hold talks at White House
მაკრონი: ლაიფციგის აეროპორტში მომხდარის მსგავსი თავდასხმა საფრანგეთშიც შეიძლება განხორციელდეს
წლების მანძილზე სახელმწიფო ბრალდებას წარმოვადგენდი, დღეს კი საქმეს დაცვის პოზიციიდან ვუყურებ - ინტერვიუ ადვოკატ თორნიკე ტატუნაშვილთან

მარიამ ჯიშკარიანი: მოვამზადებთ დასკვნის დასკვნის დასკვნას - რატი ბრეგაძე მიიღებს საკადრის პასუხს

ნახვები: 678 მარიამ ჯიშკარიანი: მოვამზადებთ დასკვნის დასკვნის დასკვნას - რატი ბრეგაძე მიიღებს საკადრის პასუხს

რატი ბრეგაძე არის მხარე - ის, რა თქმა უნდა, ვერ ენდობა ცენტრ „ემპათიას“ დასკვნას, რადგან იქ ცხადად წერია, რომ ციხეში წამება განხორციელდა. ასე რომ, რატი ბრეგაძის მოსაზრება ჩვენთვის ნაკლებ საინტერესოა, - ასე ეხმიანება ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი იუსტიციის მინისტრის განცხადებას, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით „ემპათიას“ დიაგნოზები სარწმუნო და უტყუარი არ არის.

როგორც ჯიშკარიანმა „ინტერპრესნიუსთან“ აღნიშნა, მათ მიერ მომზადდება დასკვნის დასკვნის დასკვნა და იუსტიციის სამინისტროს კიდევ მოუწევს მტკიცებულებების წარმოდგენა, თუ რის საფუძველზე ჩაატარეს დასკვნის ექსპერტიზა.

„აბსურდია. დასკვნის დასკვნის მომზადება რას ნიშნავს, არ ვიცი. ვინ დანიშნა სამხარაულის ბიურო ჩვენს დირექტორად, ვერ გეტყვით. ცენტრი „ემპათია“ შეისწავლის სამხარაულის დასკვნას, მომზადდება დასკვნის დასკვნის დასკვნა და კიდევ მოუწევს იუსტიციის სამინისტროს წარმოდგენა მტკიცებულებების, რის საფუძველზე ჩაატარეს დასკვნის ექსპერტიზა. გავეცნობით როგორ ჩაატარეს ეს ექსპერტიზა და საერთოდ დიაგნოზები, რომლებიც მან დაასახელა, მაგალითად, გასტროენტეროლოგიური და ნევროლოგიური თვალსაზრისით, ერთი ერთში ემთხვევა კლინიკა „ვივამედის“ დიაგნოზებს. რაც შეეხება ფსიქიატრიულ დიაგნოზს, როგორ დაადგინა სამხარაულის ბიურომ ფსიქიატრიული დიაგნოზი პაციენტის გამოკითხვის გარეშე, ეს ჩვენთვის უცნობია.

რატი ბრეგაძე არის მხარე. მასზე მიმდინარეობს გამოძიება პენიტენციურ სამსახურში განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაზე, გარდა ამისა, ევროკავშირს სტამბულის პროტოკოლის იმპლემენტაციაზე უამრავი ტრენინგი აქვს მოწყობილი ბრეგაძის უწყებისათვის, ამიტომ ეს დოკუმენტი მათთვის ცნობილი უნდა იყოს და შესაბამისად, ისინი მიიღებენ საკადრის პასუხს. რატი ბრეგაძე, რა თქმა უნდა, ვერ ენდობა ცენტრ „ემპათიის“ დასკვნას, რადგან იქ ცხადად წერია, რომ ციხეთა სისტემაში წამება განხორციელდა. ასე რომ, რატი ბრეგაძის მოსაზრება ჩვენთვის ნაკლებ საინტერესოა“, - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

 

იუსტიციის მინისტრი - მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით „ემპათიას“ დიაგნოზები სარწმუნო და უტყუარი არ არის

კოკა კაციტაძე - იმედი გვაქვს, მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარე საბოლოო ჯამში დაგვთანხმდება ნიმუშების აღებაზე და კითხვებს პასუხი გაეცემა

გიული ალასანია: მიხეილ სააკაშვილი ინვალიდის ეტლში ზის და ორ ნაბიჯსაც ვერ დგამს, ეს საშუალო სიმძიმის პაციენტია?

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა