ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

ელენე ხოშტარია - მაშინ, როცა მსოფლიომ გადაწყვიტა, რომ ზელენსკის დაბადების დღეზე უკრაინას მნიშვნელოვანი ტექნიკით დაეხმაროს, საქართველოს მთავრობამ უკრაინის ელჩი დაიბარა და მას დაუპირისპირდა

ნახვები: 482 ელენე ხოშტარია - მაშინ, როცა მსოფლიომ გადაწყვიტა, რომ ზელენსკის დაბადების დღეზე უკრაინას მნიშვნელოვანი ტექნიკით დაეხმაროს, საქართველოს მთავრობამ უკრაინის ელჩი დაიბარა და მას დაუპირისპირდა

მაშინ, როდესაც მსოფლიომ გადაწყვიტა, რომ ზელენსკის დაბადების დღეზე უკრაინას მნიშვნელოვანი ტექნიკით დაეხმაროს, საქართველოს მთავრობამ უკრაინის ელჩი დაიბარა და მას დაუპირისპირდა, - ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

როგორც მან „დროას“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, საქართველოს მთავრობას მკაფიოდ ანტიდასავლური და ანტიქართული პოლიტიკა აქვს.

„ჩვენს ხელისუფლებს ყველა ეპიზოდში, იქნება ეს გენერატორების გაგზავნა, ჰუმანიტარული დახმარება, უკრაინელი დევნილები თუ რუსეთთან ფრენების აღდგენა, მკაფიოდ ანტიდასავლური და ანტიქართული პოზიცია აქვს. ისინი უკრაინის მთავრობას უპირისპირდებიან. ეს მათი ღია პოლიტიკაა, შესაბამისად, ძალიან სიმბოლურია, რომ მაშინ, როდესაც მსოფლიომ გადაწყვიტა, რომ ზელენსკის დაბადების დღეზე უკრაინას მნიშვნელოვანი ტექნიკით დაეხმაროს, საქართველოს მთავრობამ უკრაინის ელჩი დაიბარა და მას დაუპირისპირდა“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა