თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

გენერალი მარკ ჰერტლინგი - უკრაინას შეუძლია მოიგოს ომი და დაიბრუნოს ყველა ტერიტორია, მათ შორის ყირიმი

ნახვები: 624 გენერალი მარკ ჰერტლინგი - უკრაინას შეუძლია მოიგოს ომი და დაიბრუნოს ყველა ტერიტორია, მათ შორის ყირიმი

უკრაინას შეუძლია მოიგოს ომი და დაიბრუნოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორია, მათ შორის ყირიმი, - ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილმა სარდალმა, გადამდგარმა გენერალმა მარკ ჰერტლინგმა განაცხადა.

"დიახ, უკრაინას შეუძლია მოიგოს ეს ომი. რა თქმა უნდა, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაინელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტონ, რა არის გამარჯვება. თუმცა, ჩემი გამარჯვების განმარტება იქნება ყველა ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნება. ყირიმის ჩათვლით“, - განაცხადა გენერალმა.

ომის მიმდინარეობის კომენტირებისას მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია პოლიტიკური სტრატეგიისა და ბრძოლის ველზე მიმდინარე ოპერაციების კოორდინაცია და დასძინა, რომ „უკრაინა ძალიან კარგად მუშაობს“.

„უკრაინა ძალიან კარგად მუშაობს, რუსეთი - არა და ეს არის მიზეზი იმისა, რომ ისინი ბევრ სფეროში მარცხდებიან“ - განაცხადა მარკ ჰერტლინგმა. 

გენერალმა მნიშნვნელოვანი უწოდა საბრძოლო მოქმედებების დროს ჯარის ადაპტირების შესაძლებლობებს.

"კიდევ ერთი გაკვეთილი, რომელიც ნამდვილად არ არის ახალი, მაგრამ ის, რაც უნდა ვისწავლოთ ყოველთვის, არის ის, რომ ჯარი, რომელსაც შეუძლია სწრაფად ადაპტირება, გაიმარჯვებს. აქაც უკრაინას აქვს უპირატესობები", - დასძინა მან.

ჰერტლინგის თქმით, „რუსეთს ჯერ კიდევ არ ჰყავს ჯარის საჭირო რაოდენობა იმ ამოცანებისთვის, რომლის შესრულებაც სურს“. მან ასევე მიუთითა  ჯარის ცუდ მომზადებაზე და რუსეთის არმიაში ლიდერობის კულტურის ნაკლებობაზე.

უახლოეს თვეებში სიტუაციის განვითარების შესაძლო კომენტირებისას ამერიკელმა გენერალმა აღნიშნა, რომ რუსული არმია მრავალი მობილიზებული ჯარისკაცით გაძლიერდება. უკრაინამ უნდა გადაჭრას თავისი სამხედროების მომზადების პრობლემა და „ასევე, ერთდროულად მოახდინოს მრავალი ახალი იარაღის სისტემის ინტეგრირება, რომლებსაც ჯარისკაცები არ იცნობენ“. თუმცა, ჰერტლინგმა აღნიშნა, რომ უკრაინის არმიამ ამ მხრივ ძალიან მაღალი ქმედუნარიობა არაერთხელ დაამტკიცა.

"ვფიქრობ, ჩვენ ვიხილავთ შეტევითი ოპერაციებს სამხრეთ-აღმოსავლეთში და უფრო მცირე ტაქტიკურ შეტაკებებს დონბასში. მაგრამ მთავარი ძალისხმევა, ალბათ, იქნება ყირიმიდან შემოსული რუსული ლოჯისტიკური ნაკადების შეწყვეტა", - ივარაუდა გენერალმა.

ჰერტლინგმა თქვა, რომ "დაღლილობა" ორივე მხარის მთავარ გამოწვევად მიაჩნია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა