ბაჩიაშვილის ცემის საქმე: როცა ხელისუფლება საკუთარ დანაშაულს თვითონ „იძიებს“
“ძლიერი საქართველო - ლელოს“ ცენტრალურ შტაბში მერობის საერთო კანდიდატმა სამუშაო შეხვედრა გამართა
დონალდ ტრამპი - შეუძლებელი თუ არა, ძალიან რთულია ომის მოგება დამპყრობელ ქვეყანაზე დარტყმების გარეშე
ნინო დათაშვილი - ყველა არგუმენტი არის უსაფუძვლო, ბევრი რამ არის არალოგიკური - ჩემთვის არ არის ადვილი ამ მანდატურების ყურება, რომლებმაც ჩემზე იძალადეს
გიორგი ბაჩიაშვილის საკანში დაპირისპირების საქმესთან დაკავშირებით, N8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელმა და პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ თანამდებობები დატოვეს
თაზო დათუნაშვილი მოსამართლემ 4000 ლარით დააჯარიმა
შენ არასდროს ივლი მარტო - გიორგი მამარდაშვილი x თიბისი
„გურმან აკადემია“ - სწრაფი კვების ობიექტი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

დათო გამცემლიძე - ხაბეიშვილი მიიჩნევს, რომ ქართველი ამომრჩეველი არის იდიოტი და ამავდროულად „უპრავებს“ ხელისუფლებას, რომ სააკაშვილი ისევ ციხეზე გადაიყვანონ

25.01.2023 ნახვები: 748

ქართველი ამომრჩეველი არის იდიოტი და შეგნებულ არჩევანს ვერ გააკეთებს “ცუდსა” და “კარგს” შორის, თუ ფაქტის წინაშე არ დააყენე და ამ ფაქტის მერე არ ჩაატარე უკვე არჩევნები, როცა ხელისუფლება უკვე “ქუჩიდან” დანგრეულია. როგორც “ვარდების რევოლუციის” შემდეგ იყო. აი ზუსტად ამას გულისხმობს ლევან ხაბეიშვილი, როდესაც ამბობს: “ასი არჩევნებიც რომ ჩატარდეს, ბიძინა ივანიშვილი ყველა რუტინულ არჩევნებს მოგვიგებს, ამიტომ რევოლუციური ცვლილებებია საჭიროო, -  აღნიშნავს ჟურნალისტი და ისტორიკოსი დათო გამცემლიძე.

„რა საინტერესო განცხადება გააკეთა გუშინ ლევან ხაბეიშვილმა არ უსმინეთ? “ასი არჩევნებიც რომ ჩატარდეს, ბიძინა ივანიშვილი ყველა რუტინულ (!) არჩევნებს მოგვიგებს, ამიტომ რევოლუციური ცვლილებებია საჭიროო” ანუ, დააკვირდით: “გააყალბებსო” კი არ უთქვამს - “მოგვიგებსო”.

ესე იგი რა გამოდის? თუ არჩევნები მშვიდ ელექტორალურ გარემოში ჩატარდა, ხელისუფლება ამ არჩევნებს გაყალბების გარეშეც მოიგებს? ამას გულისხმობს?

დიახ, არა მხოლოდ ამას გულისხმობს, არამედ იმასაც, რომ ქართველი ამომრჩეველი არის იდიოტი და შეგნებულ არჩევანს ვერ გააკეთებს “ცუდსა” და “კარგს” შორის, თუ ფაქტის წინაშე არ დააყენე და ამ ფაქტის მერე არ ჩაატარე უკვე არჩევნები, როცა ხელისუფლება უკვე “ქუჩიდან” დანგრეულია. როგორც “ვარდების რევოლუციის” შემდეგ იყო. აი ზუსტად ამას გულისხმობს“, - აცხადებს გამცემლიძე.

მისივე თქმით, ასეთი გზა მხოლოდ ამ დროს და ეპოქას აცდენილ პოლიტიკოსს ეჩვენება “იოლად”. „რა “პოზიტიური პროგრამა”, რომლითაც შესაძლებელია “რუტინულ არჩევნებზე” ამომრჩეველი მოიმხრო? ამ პროგრამით ხელისუფლებას აჯობო? უფრო დამაჯერებელი იყო?არა, რა საჭიროა ასეთი “რთული გზა”, როდესაც ბევრად “იოლი” გზა არსებობს? თუმცა ეს გზა მხოლოდ ამ დროს და ეპოქას აცდენილ პოლიტიკოსს ეჩვენება “იოლად” კიდევ ვიმეორებ: “გააყალბებსო” რომ ეთქვა, გასაგები იქნებოდა. მაგრამ ეს სულაც არ უგულისხმია. იგულისხმა, რომ ხელისუფლება გაყალბების გარეშეც მოიგებს, თუკი არჩევნები უკვე შემდგარი რევოლუციის ფონზე არ ჩატარდა.  ეს ყოველივე იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს საერთოდ წარმოდგენა არა აქვთ, რა ცვლილებები მოხდა საქართველოში 20 წლის განმავლობაში და რომ “დრო განვითარდა”, შესაბამისად “ხალხიც” შეიცვალა.  ეს ის “ხალხი”და ის “ელექტორატი” აღარ არის, 2003 წელს რომ იყო. ამიტომ მისი დარწმუნება პოზიტიური პროგრამით ბევრად უფრო შესაძლებელია, ვიდრე 20 წლის წინ. და ბევრად ნაკლებ შესაძლებელია რევოლუციით მისი პროცესში შეტყუება, ვიდრე 20 წლის წინ“, - აცხადებს გამცემლიძე.

იგი აღნიშნავს, რომ პოლიტიკოსები თუ ამას ვერ იგებენ მაშინ მართლა ყველა არჩევნებს წააგებენ.

რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომ თუ საჭიროა გახდა მიხეილ სააკაშვილს ფიზიკურად გამოიხსნიან, გამცემლიძე აღნიშნავს, რომ ეს არის სააკაშვილის კლინიკიდან საავადმყოფოში გადაყვანის პროვოცირება.

„ნეტავ ეს „მარტივი ახალგაზრდა“ იმას მაინც თუ აცნობიერებს, რომ ამ განცხადებით, ძალაუნებურად  „მწვანე შუქს“ უნთებს და ძალაუნებურად „უპრავებს“ ხელისუფლებას, რომ საააკშვილი ისევ ციხეზე გადაიყვანონ საავადმყოფოს პალატიდან?! მე მგონი ვერა“, - აცხადებს გამცემლიძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა