თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

გერმანიამ უკრაინაში Leopard-ის ტანკების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო - Spiegel

ნახვები: 628 გერმანიამ უკრაინაში Leopard-ის ტანკების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო - Spiegel

ხანგრძლივი დებატების შემდეგ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გადაწყვიტა უკრაინას საბრძოლო ტანკები მიეაწოდოს.ამის შესახებ გერმანული ჟურნალი Spiegel იტყობინება, რომელიც მთავრობაში თავის წყაროებს ეყრდნობა.

გადაწყვეტილება მიღებულია: „გერმანია უკრაინას Leopard 2-ს - მთავარ საბრძოლო ტანკებს მიაწვდის“, - ნათქვამია გაბრცელებულ ინფორმაციაში. 

ჟურნალის ცნობით, საკითხი Leopard 2 A6 ტანკების მიწოდებას ეხება.

გერმანიის მთავრობა თანახმაა , რომ უკრაინას ტანკები მიაწოდოს პოლონეთმა. როგორც ცნობილია სხვა მოკავშირეებს, მათ შორის სკანდინავიელებს, ასევე სურთ უკრაინას Leopard 2-ი - საბრძოლო ტანკები მიაწოდონ.

საფრანგეთი ასევე განიხილავს ქვეყანაში საბრძოლო ტანკების გაგზავნას, აღნიშნულის გამო პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკვე გადაიუხადა მადლობა საფრანგეთის პრეზიდენტს სატელეფონო საუბრისას.

გერმანიის გადაწყვეტილებას, როგორც ჩანს, წინ უძღოდა რამდენიმე დღიანი ინტენსიური კონსულტაციები მოკავშირეებთან, მათ შორის ვაშინგტონთან. შოლცი ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ მას სურს საბრძოლო ტანკების მიწოდება მხოლოდ სხვა ქვეყნებთან ერთად, მათ შორის შეერთებული შტატებთან ერთად.

ჟურნალის ცნობით, გერმანული წარმოების Leopard ტანკები, სავარაუდოდ, უკრაინას ბუნდესვერის მარაგებიდან გადაეცემა.

გამოცემა ყურადღებას მიაპყრობს იმ ფაქტს, რომ გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი სამშაბათს ბერლინში ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა