ადვოკატი ელგუჯა ავსაჯანიშვილი - მაინტერესებს, ვინ იყო რევაზ კიკნაძის ორგანიზატორი და ვინ დაავალა, რომ „სალფეთქი“ გადაეგდო?
შსს - დაკავებულია სხვადასხვა ნეონაცისტური დაჯგუფებისა და ფაშისტური იდეოლოგიის მხარდამჭერი 13 პირი, მ.შ 7 არასრულწლოვანი
ელენე ხოშტარია - ნატო-სთან ინტეგრაციის პროცესი „ოცნებამ“ ინსტიტუციურად მოკლა
რეგიონებში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 5 თეთრით იზრდება
თბილისში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 5 თეთრით იზრდება
დონალდ ტრამპი - შეერთებულ შტატებს შეუძლია, ირანის ნავთობზე კონტროლი დაამყაროს და ირანის ნავთობის ექსპორტის ცენტრი, კუნძული ხარგი დაიკავოს
ბენიამინ ნეთანიაჰუ - შესაბამის ორგანოებს დავავალე, ლათინ პატრიარქს, კარდინალ პიერბატისტა პიცაბალას იერუსალიმის აღდგომის ტაძარში სრული და დაუყოვნებელი წვდომა მისცენ
კაია კალასი - იერუსალიმში თაყვანისცემის თავისუფლება ყველა რელიგიისთვის სრულად უნდა იყოს უზრუნველყოფილი, იერუსალიმის მრავალრელიგიური ხასიათი უნდა იყოს დაცული

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი - მიხეილ სააკაშვილის პარამეტრები არ შეესაბამება იმას, რომ კრიტიკულ დეპარტამენტში იქნას გადაყვანილი

24.01.2023 ნახვები: 571

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, კოვიდინფიცირებული მიხეილ სააკაშვილი კრიტიკულ დეპარტამენტში გადაყვანას არ საჭიროებს. აღნიშნულის შესახებ ჩხაიძემ განაცხადა.

როგორც კლინიკური დირექტორი განმარტავს, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დღეს კონსილიუმიც შეიკრიბა და ჩაითვალა, რომ სააკაშვილის პარამეტრები რეანიმაციულ მკურნალობას არ საჭიროებს.

„შემიძლია დაგიდასტუროთ, დღეს მოვიდა პასუხი, რომ PCR ტესტი დადებითია. დღესვე, შეიკრიბა ექიმების შემადგენლობით კონსილიუმი, მათ შორის, იყო რეანიმატოლოგიც. პაციენტი იქნა ნანახი, შედგენილი და შეთანხმებული იქნა მკურნალობის სქემა და ჩაითვალა, რომ მისი პარამეტრები არ შეესაბამება იმას, რომ გადაყვანილი იქნას კრიტიკულ დეპარტამენტში“, - განაცხადა ჩხაიძემ.

ის უარყოფს ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, დღეს სააკაშვილმა გონება დაკარგა.

„გონების კარგვის ეპიზოდი არ ყოფილა. არ ვიცი, საიდან აქვს შალვა ხაჭაპურიძეს ეს ინფორმაცია. რამდენადაც ვიცი, თვითონ არც ყოფილა დღეს, მსგავსი ეპიზოდი არ ყოფილა“, - აცხადებს ჩხაიძე.

იპნ

მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა - ადვოკატი

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა