სამებიდან სიონის ტაძრამდე სამხედროებისგან შემდგარი სპეციალური კორიდორია მოწყობილი
მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I საქართველოშია
მეუფე ზენონი - საქართველოს ეკლესიას და სახელმწიფოს პრობლემები რუსეთის მიზეზით აქვს
სამების ტაძარში წირვა მიმდინარეობს
პატრიარქის დაკრძალვის დღესთან დაკავშირებით, თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები მოქმედებს
საქართველოს საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
შსს - 22 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება
უკრაინამ თითქმის 400 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიბრუნა

ლევან ხაბეიშვილი ნიკა მელიაზე - ჭორაობა შეუყვარდა ამ ბოლო დროს

24.01.2023 ნახვები: 613

ჭორაობა შეუყვარდა ამ ბოლო დროს ჩემდა სამწუხაროდ და თავად რომ იწყებს ჭორაობას, ამაზე თავად ჰქონდეს პასუხი, მე რატომ მთხოვთ მის ჭორაობებზე პასუხს, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი პარტიის მოქმედი თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებებს. მისი თქმით, ნიკა მელია სკამს არის ჩაბღაუჭებული.

 

„მე, ჩემს მეგობრებს და ჩემს თანამებრძოლებს გვქონდა კონკრეტული პრეტენზიები პარტიის ჯერ კიდევ მოქმედ თავმჯდომარესთან, რომელიც უკავშირდებოდა საქმიან პრეტენზიებს - რატომ ასეირნებდა ასი ათასობით ადამიანს რუსთაველზე და რატომ არ მოქმედებდა 2022 წელს, რატომ დახურა „ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ოფისები, დაახლოებით, 50 და უფრო მეტი, რატომ შეწყვიტა ხალხთან და პარტიასთან კომუნიკაცია, რომ დააანონსა „ცხელი შემოდგომა", სად წავიდა ეს "ცხელი შემოდგომა"?! საქმიანი პრეტენზიები გვქონდა მასთან, მას პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა ეგრძნო, სკამს არ უნდა ჩაჰბღაუჭებოდა.

 

მან და მისმა გუნდმა დაიწყო ბრალდებები, ტალახის სროლა, რომ ფარდას ახდიან, რომ სისხლიანი ცხრა წელი, ლამის ბანერები გამიკრეს "ქოცებივით" - ჩემს უკან დგას "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები და ჩემს უკან დგანან ადამიანები, ვისაც უნდა ამ ქვეყნის ბედის შეცვლა და რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლა. უთხრას "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს, კობა ნაყოფია რატომ ხვდება დავით კეზერაშვილს თუ მის გადადგომას ითხოვდა, აუხსნას ეს საზოგადოებას. არ შეიძლება რამე წამოაკივლო და მერე პასუხი არ გასცე - უკაცრავად, მოუყევით ხალხს. მე არ შევხვედრივარ არავის და არ მქონია ასეთი განცხადებები, რაც ნიკამ თქვა, ამიტომ აუხსნას. ასევე, რატომ იყო ის წინააღმდეგი მიხეილ სააკაშვილის პრემიერობის 2020 წელს, ესეც უთხრას "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს, რომ ებღაუჭება სკამს, რომელი პარტიაც არის მიხეილ სააკაშვილის. როცა მიხეილ სააკაშვილის პარტიაში ებღაუჭები, ჩაჭიდებული ხარ სკამს, ხალხი იმსახურებს უთხრა, თუ რატომ იყავი მიხეილ სააკაშვილის პრემიერობის წინააღმდეგი.

 

რაც შეეხება მანქანის ჩუქებას, ფუფუნების საგნებს და ძვირადღირებულ ავტომობილებს, არ ვიცი. ეს აწუხებს მას, ეგ არ არის ჩემი საქმე და არც მაინტერესებს, თავად გასცეს პასუხი საზოგადოებას. ნიკა მელიამ თავად თქვა, რომ ის თანამშრომლობდა დავით კეზერაშვილთან. არავის არაფერი არ უთქვამს, ვიდრე თავად არ დაიწყეს საუბარი. ჭორაობა შეუყვარდა ამ ბოლო დროს ჩემდა სამწუხაროდ და თავად რომ იწყებს ჭორაობას ამაზე, თავად ჰქონდეს პასუხი, მე რატომ მთხოვთ მის ჭორაობებზე პასუხს", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა