მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია საერთაშორისო სამართლის დარღვევაა - არჩილ თალაკვაძე

ნახვები: 430 რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია საერთაშორისო სამართლის დარღვევაა - არჩილ თალაკვაძე

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურმა კომიტეტმა ჩვენი დელეგაციის მიერ ინიცირებული ცვლილება განიხილა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, რეიკიავიკის სამიტთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტში შევიდა ცვლილება, რომლითაც პირველივე პარაგრაფს დაემატა ტექსტი საქართველოს შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესია და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეშ დარღვევას.

„რეზოლუციის პროექტში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. რეზოლუცია გადის უკვე პლენარული სესიის სხდომაზე და კენჭისყრის შედეგად უკვე საბოლოო ვერსია დამტკიცდება, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ჩვენ მიერ ინიცირებულ ამ ცვლილებას. რეიკიავიკის სამიტის რეზოლუციასთან დაკავშირებით საქართველოზე არაერთ ადგილას რომ არის საუბარი ძალიან მნიშვნელივანია, რადგან თავად ეს სამიტი ეძღვნება და მიმართულია ევროპის კონსოლიდაციისკენ, ევროპის გაერთიანებისკენ იმ გამოწვევებთან მიმართებით, რომელიც დღეს არსებობს კონტიტენტზე. შესაბამისად, საქართველოს საკითხის მაღლა წამოწევა დღის წესრიგში რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ. ჩვენ პარტნიორებთან ერთად გავაკეთეთ ყველაფერი, რომ საქართველოსთან დაკავშირებული თემები ყოფილიყო მაქსიმალურად ასახული რეზოლუციის ტექსტში, ეს პროექტი გავა დასამტკიცებლად პლენარულ სესიაზე“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა