მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

იაგო ხვიჩია - „ლელოს“ მთავრობისთვის უნდობლობის პროცედურის დასაწყებად ორ ხმას იმის მიხედვით მივცემდით, რას შემოგვთავაზებენ, ჩვენ ვაჭრობა გვიყვარს

ნახვები: 456 იაგო ხვიჩია - „ლელოს“ მთავრობისთვის უნდობლობის პროცედურის დასაწყებად ორ ხმას იმის მიხედვით მივცემდით, რას შემოგვთავაზებენ, ჩვენ ვაჭრობა გვიყვარს

„ლელოს" მთავრობისთვის უნდობლობის პროცედურის დასაწყებად ორ ხმას იმის მიხედვით მივცემდით, თუ რას შემოგვთავაზებენ, რადგან ჩვენ ვაჭრობა გვიყვარს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „გირჩის" წვრმა იაგო ხვიჩიამ განუცხადა.

ხვიჩიას თქმით, „გირჩი" პოლიტიკაში მოვიდა, რათა პოლიტიკოსებს ამომრჩევლის მეტი თავისუფლებისთვის ევაჭროს.

„კარგი რაღაცები უნდა ილაპარაკონ, მაგალითად, ეროვნული ბანკის გაუქმებაზე, ნარკოტიკის ლეგალიზაციაზე და ა.შ. ვერ ვხედავთ, ეს პროცესი როგორ მთავრდება. ამ პროცესის ბოლომდე მიყვანას 76 ხმა სჭირდება. ეს ხმები თუ სადმე არსებობს, ვინმემ გვითხრას. თუ ამას არ მეუბნებიან, წინასაარჩევნო პიარსვლა გამოდის. სხვა პარტიის პიარსვლაში მონაწილეობა რატომ უნდა მივიღო, რაღაც ხომ უნდა შემომთავაზონ? არც ერთი არარეალური ინიციატივა არ მომწონს, საიდანაც „ქოცები" გამარჯვებულები გამოვლენ", - განაცხადა ხვიჩიამ.

„ლელომ" მთავრობისთვის უნდობლობის პროცედურების დაწყებაზე განცხადება გასულ კვირას გააკეთა. პროცესის დაწყებას 51 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, ფრაქციას ორი ხმა აკლია. საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილების მისაღებად კი საჭიროა 76 ხმა, რაც საპარლამენტო ოპოზიციას არ აქვს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა