მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

,,აღარ გვყავს ჩვენი ციმციმა ანგელოზი... გრცხვენოდეთ!!!! " - ავარიას 17 წლის გოგოს სიცოცხლე ემსხვერპლა

ნახვები: 755 ,,აღარ გვყავს ჩვენი ციმციმა ანგელოზი... გრცხვენოდეთ!!!! " - ავარიას 17 წლის გოგოს სიცოცხლე ემსხვერპლა

თბილისში, ლილოს დასახლებაში, ავტოსაგზაო შემთხვევას 17 წლის გოგოს სიცოცხლე ემსხვერპლა. გოგოს დეიდა, მარიამ თოღუზაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს და ავარიის დეტალებზე წერს, თუ რა მოხდა სინამდვილეში:

,,აღარ გვყავს ჩვენი ციმციმა ანგელოზი... მარიამ ბადალაშვილი, ეს ლამაზი, 17 წლის ანგელოზი გოგონა ჩემი დეიდაშვილის ბავშვია. იგი გუშინ ლილოში ვიღაც 19 წლის ბიჭის თავაშვებულ და თავზე ხელაღებულ მანქანით დრაფტაობას შეეწირა. მარიამი და მისი სამი მეგობარი სახლში ბრუნდებოდნენ, ამ დროს გამოვარდა ვიღაც თავზე ხელაღებული მანქანის მძღოლი, დააბზრიალა მანქანა და გოგონებს მთელი ძალით შემოარტყა ავტომობილის უკანა მხარე.

ჩვენი მარიამი სასტიკად დალეწა და იგი ადგილზევე გარდაიცვალა.

მძიმე მდგომარეობაში არის ის სამი გოგონაც. სჭირდებათ რთული ოპერაციები. ასე მოგვიკლეს ჩვენი გამორჩეული, სიყვარულითა და სითბოთი სავსე მარიამი, რომელსაც მისი კეთილშობილური ბუნებიდან გამომდინარე ციმციმა ანგელოზს ვეძახდით. ეს ტრაგედიაც არ გვაკმარეს და ზოგიერთი არაადეკვატური საზოგადოების წევრი, უსირცხვილოდ ავრცელებს სიცრუეს, თითქოს მარიამი თავად დრაფტაობდა.

გრცხვენოდეთ!!!! არა, ბატონებო, მარიამი და მისი მეგობრები ამხანაგის დაბადების დღის საჩუქრის საყიდლად იყვნენ ლილოში და შემდეგ ფესტივალზე შევიდნენ. სწორედ, ფესტივალიდან გამოსულებს გაჩერებაზე დაეჯახა ნაძირალა მძღოლი...", - წერს  გოგოს დეიდა სოციალურ ქსელში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა